"არაბული სასწაული" იწყება - რონალდო, ბენზემა, კვირკველია... - ყველაფერი ლიგაზე, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს...

AutoSharing Option
მაშინ, როცა ინგლისის პრემიერლიგა იწყება და მთელი ყურადღება მისკენაა მიმართული, 12 აგვისტოდან სტარტს საუდის არაბეთის პროფესიული ლიგა აიღებს - დიდი ბიუჯეტით, ხელფასებით, ევროპიდან გადაბარგებული ბევრი ფეხბურთელითა და სამომავლოდ უფრო მეტის პერსპექტივით. ერთი წლის წინ ამას რთულად წარმოვიდგენდით, ამ ჩემპიონატზე ბევრს თუ ვისაუბრებდით, ახლა კი აქაურ ტრანსფერებს "არაბული სასწაული" დაარქვეს.

მთავარი ფავორიტები

მოქმედი ჩემპიონი "ალ იტიჰადი" კიდევ უფრო გაძლიერდა. ამ გუნდმა "ოქროს ბურთის" ბოლო მფლობელი ქარიმ ბენზემა გადაიბირა, ნახევარდაცვა კი ასევე ფრანგით, გენიალური ნგოლო კანტეთა და "ლივერპულის" ექსნახევარმცველ ფაბინიოთი შეავსო. მოქმედმა
ჩემპიონმა "სელტიკიდან" პორტუგალიელი ჟოტაც შეიძინა, რომელიც "ბენფიკაში" კარგი თამაშითაც გვახსოვს. მათი მთავარი მწვრთნელიც საკმაოდ ცნობილი პორტუგალიელი ესპირიტო სანტო, იგივე ნუნუა. 49 წლის სპეციალისტი ბოლოს "ტოტენჰემში" იყო, მანამდე "ვულვზი" პორტუგალიელების ხარჯზე ანგარიშგასაწევი გუნდი გახადა. "პორტუ", "ვალენსია", "რიუ ავე", "პანათინაიკოსი"...

"ალ იტიჰადის" ფეხბურთელების ჯამური ღირებულება 119.88 მილიონი დოლარია. მათი მეფე აბდულას სახელობის სტადიონი 62 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს. "ალ იტიჰადმა" გასულ სეზონში 72 ქულა დააგროვა და კრიშტიანო რონალდოს "ალ ნასრის" 5 ქულით აჯობა. რაც შეეხება ლეგენდარული პორტუგალიელის გუნდს, მათ ახლა სადიო მანე შეიძინეს და შეტევა კიდევ უფრო სოლიდური გახადეს.

"ალ ნასრის" ნახევარდაცვა "ინტერის" ხორვატმა ფეხბურთელმა მარსელო ბროზოვიჩმა გააძლიერა. აქვეა ტალისკა, რომელმაც ევროპული ფეხბურთი ჯერ ჩინურ ფუფუნებაში გაცვალა, ახლა კი არაბეთშია. საფრანგეთიდან გუნდს სეკო ფოფანა შეუერთდა.

Sportall.Ge

მათაც პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ, ლუის კასტრო, რომელიც ახლახან დაინიშნა. "ალ ნასრის" მეკარე ყოფილი ნეაპოლელი დავიდ ოსპინაა. ის ლონდონის "არსენალშიც" თამაშობდა.  მარცხენა ფლანგი "მანჩესტერ იუნაიტედის" წევრ ალექს ტელესით გაძლიერდა. 152.98 მლნ - რონალდოსა და მისი თამაგუნდელების ერთიანი ღირებულება. "ალ იტიჰადზე" მეტია. "ალ ნასრის" არენა "ალ ავალ პარკი" საკმაოდ მოკრძალებულია.

გასული სეზონის მესამეადგილოსანი "ალ ჰილალიც" სოლიდურად გაძლიერდა - სავიჩი, ნევეში, მალკომი... შესაძლოა, აქ მარკო ვერატი და ჰაკიმ ზიეჩიც ვიხილოთ. "ალ ჰილალს" ყველაზე მაღალი ბიუჯეტი აქვს. მათი სტადიონი "კინგ ფადი" 56 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს. გუნდს სოლიდური ტიტულები დაუგროვდა.

სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის "ალ ჰილალში" გადაბარგებას არავინ ელოდა. "ლაციოს" მოთამაშეზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო. გუნდშია კალიდუ კულიბალი "ნაპოლისა" და "ჩელსის" ექსმცველი, პორტუგალიელი რუბენ ნევეში "ვულვზიდან". მთავარი მწვრთნელიც ძლიერი და წარმატებულია, 69 წლის ჟორჟ ჟესუსი. ასე რომ, "ალ ჰილალი" პირველობისთვის სერიოზულად იბრძოლებს.

Sportall.Ge

სხვა გუნდები

"ალ აჰლი" საუკეთესო ლიგაში ახლა დაწინაურდა, თუმცა მათი ტრანსფერები ყველაზე ხმაურიანია. პრემიერლიგის ყოფილი ვარსკვლავები - მაჰრეზი, ფირმინო, მაქსიმენი და მეკარე მენდი. ამას "რომას" ბრაზილიელი ცენტრალური მცველის, იბანესის ტრანსფერი დაემატა, 30 მილიონ ევროდ. 

სხვა გუნდების გამორჩეული ფეხბურთელები:

"ალ შაბაბი" - ევერ ბანეგა;

"ალ ტაავონი" - ნალდო;

"ალ იტიჰადი" - ჰენდერსონი, მუსა დემბელე;

"ალ ჰატეჰი" - კრისტიან ტელო.

Sportall.Ge

ქართველი...

არაბეთში ჩვენი წარმომადგენელიც გვეყოლება, ვეტერანი მცველი საბა კვირკველია. მისი "ალ ოხდუდიც" ახლა დაწინაურდა. საბას კლასი და გამოცდილება მშვენიერი აქვს. საქართველოს ნაკრების მცველი სისწრაფით გამოირჩეოდა, თუმცა ასაკთან ერთად, ამ კომპონენტში ძველებური მონაცემები აღარ აქვს. კვირკველიას დაპირისპირება არაერთ ვარსკვლავთან მოუწევს. რაც შეეხება მის თანაგუნდელებს, ყველაზე მეტად 28 წლის რუმინელს, ფლორიან ტანასეს აღვნიშნავთ.

დაველოდოთ "არაბული სასწაულის" დაწყებას...

altვისით "შეცვალეს" მესი და რონალდო - კრიზისი ევროპულ ფეხბურთში, არაბული გავლენა და კვარაცხელია, როგორც გამოსავალი

მკითხველის კომენტარები / 16 /
რონალდუ, ბენზემა, კვირკველია :დდ
რაბუ
12:03 07-08-2023
2
მოხუცებულთა თავშესაფარია
რეზო
11:50 07-08-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული