მესიმ "ფილადელფიას" მაგარი გოლი გაუტანა - მაიამის "ინტერი" ამერიკის თასის ფინალშია

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამერიკის თასის ნახევარფინალში მაიამის "ინტერი" ამჯერად "ფილადელფიას" შეხვდა და 4:1 დაამარცხა.

მე-3 წუთზე ანგარიში ხოსეფ მარტინესმა გახსნა, მე-20 წუთზე ლიონელ მესიმ შორეული დისტანციიდან შესანიშნავი გოლი გაიტანა, 45+3 წუთზე კი თავი ხორდი ალბამ გამოიჩინა.

73-ე წუთზე ალეხანდრო ბედოიამ სხვაობა შეამცირა, საბოლოო ანგარიში კი დავიდ რუიზმა 84-ე წუთზე დააფიქსირა.

დევიდ ბექჰემის გუნდი ფინალს 20 აგვისტოს, "ნაშვილეს" წინააღმდეგ გამართავს. ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში "მონტერეი" 2:0 დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
თავ გასიებულო ლაპორტა! შენს თავზეც გაიარონ, ლეო მესის ფანებმა.
1
Aman rac ar uketebia imis ketebac daiwyo
2

სიახლეები პოპულარული