"თუ გარსიამ ეს პრობლემა არ მოაგვარა, "ნაპოლის" პრობლემები ექნება - ფედელემ "პარტენოპეიზე" ისაუბრა

AutoSharing Option
ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Marte-ს ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, "პარტენოპეიმ" ცენტრალური მცველი აუცილებლად უნდა შეიძინოს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ნეაპოლურ კლუბს სეზონის მიმდინარეობისას პრობლემები ექნება.

"კაიუსტე ლობოტკას ვერ შეცვლის; რასპადორი შესანიშნავად იწყებს, თუმცა ოსიმენთან ერთად სივრცეების გამონახვა უჭირს. "ნაპოლის" მთავარი პრობლემები ცენტრალური დაცვის ზონაში აქვს. მათ სწრაფი მცველი სჭირდებათ; წინააღმდეგ შემთხვევაში, "პარტენოპეის" პრობლემები ექნება", - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მორიგ მატჩს 27 აგვისტოს, "სასუოლოს" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

alt"მეტოქეებმა გალიაში

დაამწყვდიეს" - ფედელემ "კვარაზე" ისაუბრა

alt"ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, შეწყვიტეთ!" - ფედელე ნეაპოლელებს მიმართავს

alt"თუ დე ლაურენტისი ამას გააკეთებს, ყველა პრობლემა მოგვარდება" - ფედელეს რჩევა "ნაპოლის"

მკითხველის კომენტარები / 9 /
სულ ერთი ფოტო გაქვთ ამ კაცის? :))
რობოტი
12:24 25-08-2023
1
ამ შემთხვევაში 100 ანია ცენტრი სუსტია
გოგა
13:58 25-08-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული