მოგეხსენებათ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ესპანელი "ტოტენჰემში" გადავიდოდა, თუმცა "ბრაიტონის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ მოთამაშე პირადად დაარწმუნა, რომ მისი გუნდის საკვანძო ფეხბურთელი გახდებოდა.
ფატი "თოლიებს" იჯარის წესით შეუერთდება. ბრიტანულ კლუბს 20 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.