საუდის არაბეთის ლიგის მე-5 ტურში "ალ ჰილალმა" სტუმრად "ალ იტიჰადი" 4:3 დაამარცხა.
პირველი ტაიმი მასპინძლებმა 3:1 მოიგეს, მე-16 წუთზე რომარინიომ ანგარიში გახსნა, მე-20 წუთზე ალექსანდრ მიტროვიჩმა წონასწორობა აღადგინა, 38-ე წუთზე კარიმ ბენზემამ "იტიჰადი" კიდევ ერთხელ დააწინაურა, 45+8 წუთზე აბდერაზაკ ჰამდალაჰმა სხვაობა უკვე ორბურთიანი გახადა.
მეორე ნახევარში მე-60 და 65-ე წუთებზე ალექსანდრ მიტროვიჩმა ჰეთრიკი შეასრულა და ანგარიშიც გაათანაბრა, 71-ე წუთზე კი სალემ ალ-დავსარის გოლით "ალ ჰილალმა" გაიმარჯვა.
ამრიგად, "ალ ჰილალი" 13 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, 15 სექტემბრეს კი "ალ რიადს" შეხვდება.
"ალ იტიჰადი" 12 ქულით მე-2 პოზიციაზეა, 14 სექტემბერს კი "ალ ატდოდს" დაუპირისპირდება.