იურგენ კლოპს გერმანიის ნაკრების ჩაბარება შესთავაზეს

AutoSharing Option
იურგენ კლოპს გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ შეთავაზებით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელს ნაკრების ჩაბარებას "მერსისაიდულ" კლუბში მუშაობის პარალელურად სთავაზობენ.

დათანხმდება თუ არა წინადადებას 56 წლის სპეციალისტი, ჯერჯერობით უცნობია.

Bild-ის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის გერმანიის ნაკრების ჩაბარების ყველაზე რეალური კანდიდატი იულიან ნაგელსმანია, რომელიც ბოლოს მიუნხენის "ბაიერნს" წვრთნიდა.

შეგახსენებთ, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ჰანსი ფლიკი იაპონიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში (1:4) განცდილი მარცხის შემდეგ გაათავისუფლა.

altგერმანიის ნაკრების მწვრთნელს მორიგი წარუმატებლობა არ აპატიეს და გადააყენეს

მკითხველის კომენტარები / 6 /
მიდი კლოპო, დათანხმდი, მაგარი შანსია! შენ სჭირდები ზუსტად გერმანიის ნაკრებს.
q
12 სექტემბერი 2023 17:23
0
გერმანიამ უნდა ითამაშოს ისე როგორც მაგათ იციან მატრმატიკუტი რობიტიზიტრბულო ფეხბურტი კარგი ფიზიკური მომზადებიტ და ჭირდებატ მაღალი თავით გოლების გამტანო ცენტრ ფორვარდი და არა ახლა რო ყავს ვუი და ვაი . კლინსმანი კლოზეს ქვეყაბას გოლის გამტანი რავა არ უნდა ყავდეს
იმერელი
11 სექტემბერი 2023 19:53
1
ჭკუას ვერ ისწავლიან ეგენი, ნაგელსმანი არ იყო ბაიერნში, რომ ჩაფლავდა?
ტტტ
11 სექტემბერი 2023 18:54
0
ნაგელსმანი ბაიერნში ჩაფლავდაოო.ღადაობ?
Master
11 სექტემბერი 2023 19:26
0
სანიოლი! არააა???
ჰაჰა
11 სექტემბერი 2023 16:10
2
უნდა დათანხმდეს თორემ აღარ მიეცემა აწი შანსი გერმანიის ნაკრების გაწვრთნის.იციან ეს გერმანული ფეხბურთის მამებმა და ამიტომ შესთავაზეს პატივისცემის ნიშნად.თორემ ნაგელსმანი რომ დანიშნონ მინიმუმ 10 წელი მწვრთნელი აღარ შეიცვლება ბუნდესგუნდში.
Master
11 სექტემბერი 2023 14:26
5

სიახლეები პოპულარული