"როდესაც მსოფლიო ჩემპიონი გავხდი, იცით, პსჟ-მა რა გააკეთა?" - ლიონელ მესის ინტერვიუ

AutoSharing Option
მაიამის "ინტერის" ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ ადგილობრივ გამოცემა Olga Live-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა. "ლა პულგას" თქმით, მას "პარი სენ ჟერმენმა" მსოფლიო ჩემპიონობა არც კი მიულოცა.

"პარი სენ ჟერმენში" ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც ვფიქრობდი, თუმცა ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. სამაგიეროდ, მსოფლიო ჩემპიონი გავხდი.

არგენტინის ნაკრებიდან ერთადერთი ფეხბურთელი გახლდით, რომელსაც საკუთარმა კლუბმა ("პარი სენ ჟერმენმა") მსოფლიო ჩემპიონობა არ მიულოცა. "ალბისელესტეს" დანარჩენმა 25-მა მოთამაშემ კი თავისი კლუბისგან სხვადასხვა ჯილდო მიიღო.

ვფიქრობ თუ არა კარიერის დასრულებაზე? საერთოდ არა, მსიამოვნებს ის, რასაც ვაკეთებ.
ყველაზე მეტად ფეხბურთის თამაში მინდა და სხვა არაფერზე ვფიქრობ.

ვიასპარეზებ თუ არა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე? ჯერ ნამდვილად არ ვიცი. ახლა მხოლოდ კოპა ამერიკაზე თამაშზე ვფიქრობ. მომავალ მუნდიალამდე 3 წელია დარჩენილი. ამიტომ უნდა ვნახო, როგორ ფიზიკურ ფორმაში ვიქნები. გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მივიღებ", - განაცხადა მესიმ.

altმესიმ, მისი აზრით, დღეისთვის მსოფლიოს საუკეთესო მცველი დაასახელა

altლუის ენრიკემ მისი აზრით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა - ის არც მესია და არც ჰოლანი

altნეიმარი: მე და მესი პარიზში ჯოჯოხეთში ვცხოვრობდით

მკითხველის კომენტარები / 18 /
პსჟ-ს ხელმძღვანელობა არ ვიცი, მაგრამ მბაპემ და სხვა ფეხბურთელებმა მინდორზევე მიულოცეს. ისე წესით უნდა მიელოცათ რა თქმა უნდა
დავით 67
17:47 23-09-2023
0
ხო,ჩემი ყოფილი ცოლივით ლაპარაკობს.მთელი ხელფასი სახლში მიმქონდა და ყვავილებს რატო არ მჩუქნიო,სად მქონდა ყვავილების ფული.
Levani
15:58 22-09-2023
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული