მხარეებმა შეხვედრა დაასრულეს - რუდი გარსიას მომავალი გადაწყდა

AutoSharing Option
"ნაპოლის" სპორტულ დირექტორსა და მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიას შორის რამდენიმე საათის წინ შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ჯენარო დელ ვეკიო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "პარტენოპეი" ფრანგ სპეციალისტს სრულ ნდობას უცხადებს და არადაკმაყოფილებელი შედეგების გამოსასწორებლად დროის მიცემას გეგმავს.

"კლუბმა გადაწყვიტა, რომ გარსიამ მუშაობა გააგრძელოს. მფლობელებმა ფრანგ სპეციალისტს მიზნად ჩემპიონატში მე-4 ადგილის დაკავება და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა დაუსახეს", - წერს დელ ვეკიო.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ში 14 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.

altგარსიას ცვლილებამ "ნაპოლის" კიდევ ერთი ფეხბურთელი გააღიზიანა [PHOTO]

altგარსია "მარადონადან"

სტვენით გააცილეს - "ნაპოლის" ქომაგებმა სასურველი სპეციალისტი დაასახელეს
მკითხველის კომენტარები / 16 /
4-4-2 მოსინჯოს ან 3-5-2,
ხვიჩა და ვიქტორა წინ (სიმეონე შეცვლით)
თუ ნახ დაცვა გასაძლიერებელი გახდება, ხვიჩა უკანაც წაიწევს

4-3-3 გადაღეჭილი აქვთ უკვე
ლაციალე
14:12 10-10-2023
1
წუწურაქია, ბიზნესმენი თუ თაღლითი ეგ ისტორიას ნაკლებად დარჩება.. ისტორიაში კი შევა როგორც ადამიანი, რომელმაც ნაპოლი ააღორძინა და სკუდეტო მოაგებინა, რაც დიდ ხანს კიდევ არ მოხდება... ასე რომ ნეაპოლი მაინც მადლიერი დარჩება
papai
10:06 10-10-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული