"რა სამყაროსა და ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ?!" - საშინელი ღამე ბრიუსელში, ევაკუაცია 4 საათის შემდგომ და ლიკვიდირებული ტერორისტი

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა ბელგიასა და შვედეთს შორის დიდი ტრაგედიის გამო შეწყდა.

მოგეხსენებათ, ბრიუსელში ტუნისელმა ლასუედ აბდესლამიამ (ფსევდონიმი Slayem Slouma), რომელსაც ბელგიაში თავშესაფარი ჰქონდა მოთხოვნილი, ორი შვედი ადამიანი მოკლა, ერთი კი დაჭრა.

მან თავის თავს ISIS-ის წევრი უწოდა და დღეს დილით მედიებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა ის მოკლეს.

სტადიონზე მატჩს თვალს 35 000 ადამიანი ადევნებდა. ისინი ტერიტორიას 4 საათის განმავლობაში ვერ ტოვებდნენ, მძიმე ფაქტი კი იმ ადგილიდან, სადაც მატჩი მიმდინარეობდა, 5 კმ-ში მოხდა. საბოლოოდ, სამართალდამცველებმა ხალხის უსაფრთხოდ ევაკუაცია შეძლეს.

მატჩის შეწყვეტის შემდეგ ამ საშინელ ფაქტს შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იან ანდერსონი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა:

"მხოლოდ შესვენებაზე გავიგეთ იმ ამბის შესახებ, რომელიც მოხდა. რა თქმა უნდა, ასეთ დროს ფეხბურთის თამაში აღარავის უნდა.

ეს უდიდესი ტრაგედიაა! ჩემი ფიქრები გარდაცვლილთა ოჯახებთანაა. რა სამყაროში ვცხოვრობთ? რა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ?", - თქვა ანდერსონმა.

ტერორისტულ ფაქტს გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც, რომელმაც თქვა:

"ევროპა შოკირებულია ბრიუსელში ახალი ისლამისტური ტერაქტის გამო. ახლახან ვესაუბრე ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე დე კროსს, რათა გამოვხატო ფრანგი ხალხის სოლიდარობა ამ საშინელ მომენტში, რომელსაც ბრიუსელი განიცდის.

ჩვენ ვფიქრობთ ამ მშიშარა თავდასხმის მსხვერპლებზე, ასევე, ჩვენს ბელგიელ და შვედ მეგობრებზე და ვიზიარებთ მათ შოკს", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

altტრაგედია ბრიუსელში - ტერაქტის გამო ბელგიისა და შვედეთის ნაკრებების მატჩი შეწყდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 18 /
არ მეგულება ადამიანი რომ ამ ტრაგედიის შესახებ გაიგოს და გულთან არ მიიტანოს,მაგრამ რატომ არავინ საუბრობს იმაზე თუ რამ გამოიწვია ეს?! რატომ ახდენენ პროვოცირევას ადამიანის რელიგიურ გრძნობებზე?! ეს წარმოუდგენელია "ლიბერალური" სამყაროსათვის,რომ არსებობს გარკვეული რაოდენობა და თან ძალიან დიდი რაოდენობა,რომელთაც ღმერთის სწამს და რელიგიურად ცხოვრობენ, თუმცა ბოლო წლებია მასიურად მიმდინარეობს რელიგიის წინააღმდეგ ღია და დაუფარავი ბრძოლა,სწორედ ამის შედეგს ვიღრბთ დღეს,როგორ შეიძლება ყურანის დაწვა საქვეყნოდ ან ნებისმიერი რელიგიური წიგნის ან პირდაპირ ეთერებში რელიგიის,ეკლესისს და ღმერთის უდიერად მოხსენიება?! ეს ხომ პირდაპირი პროვოკაციაა, ვინც ამას აკეთებს სწორედ ეგ ხალხია პირველრიგში პასუხისმგებელი. სამწუხაროდ არსებობენ ადამიანი ვინც ამ პროვოკაციაზე ძალადობრივად პასუხობენ,რაც რათქმაუნდა არანაკლები საშინელებაა,მითუმეტეს როდესაც უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან საერთოდ უდიდესი ტრაგედიაა.
საქართველო
13:20 17-10-2023
19
ელოლიავეთ კიდე იდეოლოგიას სახელად ისლამი-რომელიც დარეგისტრირებულია როგორც რელიგია და კაცის კვლას და ქალის ჩაგვრას ქადაგებს.
არააა!ეს ისლამი არ არის გეტყვის ვიღაც აჭარელი რომლის შვილი თუ არა ნათესავი მაინც იმათ ჭკუაზეა ვისაც სხვისი სისხლი წყურია და თვითონ გულის სიღრმეში წამს-ყველამ ისლამი უნდა მიიღოს.
და ეს დღეს,როცა დიდი ბერკეტები არ გააჩნიათ,აბა ძალა მაგათ მხარეს იყოს,ერთი მაშინ ნახეთ მაგათი მხეცობა.
Levani
13:16 17-10-2023
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული