"ნიუკასლი" ნევეშს არაბეთიდან აბრუნებს

AutoSharing Option
"ნიუკასლი" რუბენ ნევეშის ტრანსფერზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "კაჭკაჭების" მთავარი მწვრთნელი ედი ჰაუ პორტუგალიელ ნახევარმცველს სანდრო ტონალის შემცვლელად მიიჩნევს, მოგეხსენებათ, იტალიელ ფეხბურთელს ტოტალიზატორში ფსონების განთავსების გამო 10 თვით ფეხბურთის თამაში აეკრძალა.

გამოცემის ინფორმაციით, "ნიუკასლი" "ალ ჰილალის" ნახევარმცველს 6-თვიან იჯარას სთავაზობს, დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ნევეში "ალ ჰილალს" გასულ ზაფხულს "ვულვერჰემპტონიდან" 47 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული