"რეალმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" ჭკუით აჯობა" - აგბონლაჰორი

AutoSharing Option
"ასტონ ვილას" ყოფილმა ფორვარდმა გაბრიელ აგბონლაჰორმა Team Talk-თან ინტერვიუში "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ ისაუბრა და "მანკუნიანელთა" ორი ფეხბურთელი გააკრიტიკა.

ინგლისელის თქმით, რაფაელ ვარანი და კაზემირო საუკეთესო ფორმისგან შორს არიან და მადრიდის "რეალმა" მათი გაყიდვით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

"მგონი გასაკვირი სულაც არ არის, რომ ვარანს ძირითად თერთმეტეულში ვეღარ ვხედავთ. "იუნაიტედის" ფანებმა რეალობას თვალი უნდა გაუსწორონ.

ვარანიც და კაზემიროც "რეალში" ბრწყინვალედ თამაშობდნენ, თუმცა "ბლანკოსმა" ისინი დროულად გაყიდა. "სამეფო კლუბმა" "იუნაიტედს" ჭკუაში აჯობა", - განაცხადა აგბონლაჰორმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული