ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პსვ "ბარსელონადან" განაპირა მცველის, სერჟინიო დესტის გამოსყიდვას შეეცდება. ამის შესახებ ინფორმაციას Diario Sport-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ნიდერლანდური კლუბი "ბლაუგრანას" 10 მილიონ ევროს შესთავაზებს, ეს თანხა კი კატალონიელთათვის მისაღებია.
შეგახსენებთ, "ბარსელონამ" დესტი 2020 წელ "აიაქსიდან" 21 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.