მესი და სუარესი კვლავ ერთად - ურუგვაელი კარიერას მაიამის "ინტერში" გააგრძელებს

AutoSharing Option
Miami Herald-ის ინფორმაციით, ვეტერანი ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი კარიერას მაიამის "ინტერში" გააგრძელებს.

ის 2024 წლიდან თავისუფალი აგენტი გახდება, აშშ-ის კლუბში უსასყიდლოდ გადავა და ხელს 1-წლიან კონტრაქტს მოაწერს.

სუარესის ბოლო კლუბი ბრაზილიური "გრემიო" გახლდათ, სადაც 32 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ორი ძმაკაცი, ორი ლეგენდა!!!!!!!!!!!!!!!!!!
გენაცვალეთ.
06 დეკემბერი 2023 18:36
0
ლეო და ლუის, თქვენი დროინდელი ბარსა მენატრება!!!!!!!!!!!!ეჰჰ, რა დრო იყო? ეხლა? საჭმელს რო მარილი აკლია, ისეთი დონის გახდა ბარსა.
გიგა
06 დეკემბერი 2023 16:17
0
ამ ორი უმაგრესი ფეხბურთელის ფოტოზე, რა უნდა ვთქვა? მახსენდება და არასოდეს ამოვა გონებიდან, თუ როგორ დაამცირა კუმანმა ლუის სუარესი, როცა ცალკე ავარჯიშებდა და საერთო ვარჯიშზეც არ უშვებდა, ამაზე თვითონ ლუისმაც აღნიშნა, რო ამ საქციელით განადგურებული ვიყავიო და ცრემლებსაც ვეღარ ვიკავდებიო. ასევე ლეო მესიზეც, გიჟების მეტი ვინ გაუშვებდა ლეოსნაირ ფეხბურთელს? ხოდა ესეთი გიჟი ლაპორტა აღმოჩნდა, კაცი რომელიც ლეოს მაისურს კოცნიდა არჩევნების წინ და თან იძახოდა "ლეო ჩემი შვილიაო", რა აღმოჩნდა? უკანასკნელი გაიძვერა და გამყიდველი!
ზურა
06 დეკემბერი 2023 16:03
1

სიახლეები პოპულარული