ოსიმენი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
აფრიკის 2022/23-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად "ნაპოლისა" და ნიგერიის ნაკრების თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი დაასახელეს.

ოსიმენის კონკურენტები მოჰამედ სალაჰი და აშრაფ ჰაკიმი იყვნენ.

გასულ სეზონში ოსიმენი 26 გატანილი გოლით სერია A-ს ბომბარდირი გახდა, ხოლო ნიგერიის ნაკრების შემადგენლობაში აფრიკის თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 10-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და შესარჩევი ტურნირის ბომბარდირი გახდა.

აფრიკის საუკეთესო მეკარედ იასინ ბუნუ ("ალ ჰილალი" - მაროკო) დაასახელეს, საუკეთესო მწვრთნელად კი - ვალიდ რეგრაგი, რომლის ხელმძღვანელობით, მაროკოს ნაკრები კატარში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
Daimsaxura viktorma !!!warmatebebi...
L.J .
19:48 12-12-2023
3
აფრიკელი ფეხბურთელები ძირითადად ევროპაში თამაშობენ და მოწინავეთა პოზიციებზე არიან, ამიტომ აფრიკის პირველი ფეხბურთელობა ბევრით არაფრით ჩამოუვარდება ევროპისას. ყოჩაღ ოსი.
ჟორა გაბრიჭიძე
18:21 12-12-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული