"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი დონი ვან დე ბეკი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 6 თვიანი იჯარით ფრანკფურტის "აინტრახტს" შეუერთდება, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, გერმანელები მოთამაშის ანაზღაურებას სრულად დაფარავენ. სეზონის ბოლოს "აინტრახტს" ვან დე ბეკის გამოსყიდვა 15 მილიონად შეეძლება.
შეგახსენებთ, დონი "იუნაიტედმა" 2020 წელს, "აიაქსიდან" შეიძინა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.