"ამ მომენტში მივხვდი, რომ გარსიას მოყვანა შეცდომა იყო... ელმასი უკვე გაყიდულია" - დე ლაურენტისის ვრცელი ინტერვიუ

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Corriere dello Sport-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა.

კინოპროდიუსერმა დაადასტურა, რომ ელიფ ელმასის ტრანსფერი "ლაიფციგთან" უკვე შეთანხმებულია.

"როდის მივხვდი, რომ გარსიას გუნდში მოწვევა შეცდომა იყო? ეს მისი წარდგენის დღესვე გავაანალიზე, მას გუნდის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდა. არადა, საკმარისი იქნებოდა, რომ სპალეტის დაწყებული საქმე გაეგრძელებინა.

ელმასი? ის უკვე გაყიდულია. ელიფს ყოველთვის თამაში სურს. მას არ ესმის, რომ გუნდისთვის შესაძლოა მნიშვნელოვანი იყო მაშინაც კი, თუ 90 წუთის განმავლობაში არ თამაშობ.

ზელინსკისთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მან
ადრე თქვა, რომ კარიერის დასრულება "ნაპოლიში" სურს, თუმცა სურვილი და ქმედება ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს.

ოსიმენი? ვიმეორებ, რომ მოლაპარაკებები დასრულებულია და ამის შესახებ მალე გამოვაცხადებთ.

მინიმუმ სამი ტრანსფერის გაკეთებას ვგეგმავთ. დაცვას აუცილებლად გავაძლიერებთ. მსურს, ცენტრალური მცველი და მარჯვენა განაპირა მცველი შევიძინო, რომელიც დი ლორენცოს შემცვლელი იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ ორი ნახევარმცველიც დავიმატოთ" - განაცხადა დე ლაურენტისმა.

alt"ნაპოლის" სუპერლიგაში ასპარეზობა სურს, ევროპული ფეხბურთი გახლეჩის პირასაა - დამარცხებული სასიკვდილო დარტყმას მიიღებს

მკითხველის კომენტარები / 9 /
გარსიას მოყვანაც შეცდომა იყო და გაშვებაც. კადრების შერჩევაში ეს კაცი ბიძინაზე სუსტი ყოფილა.
ჟორა გაბრიჭიძე
17:39 31-12-2023
0
ვის იმედზეა ეს კაცი ,თუ წაგებული თამაშები კვარას უნდა დააბრალოს ,არ ჩახვიდე კვარა ცენტრს იქეთ
გაგი
15:49 23-12-2023
0

სიახლეები პოპულარული