"ნაპოლი" სერბეთის ნაკრების ნახევარმცველების დამატებას ცდილობს

AutoSharing Option
ევროპულ ფეხბურთში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა. როგორც "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, კლუბი ამ პერიოდის განმავლობაში იაქტიურებს და ახალი მოთამაშეების დამატებას შეეცდება.

რამდენიმე დღის წინ ფაბრიციო რომანომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "პარტენოპეი" ლაზარ სამარჯიჩის დამატებასთან ახლოსაა. "უდინეზეს" ნახევარმცველმა "ნაპოლიში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა და კლუბები სატრანსფერო ფასზე მსჯელობენ, რომელიც, დიდი ალბათობით, 25 მილიონ ევროს მიაღწევს.

Areanapoli-ს ცნობით, აურელიო დე ლაურენტისი კიდევ ერთი სერბი ნახევარმცველით, საშა ლუკიჩით ინტერესდება. 27 წლის ფეხბურთელი ამჟამად "ფულემის" ღირსებას იცავს, სხვადასხვა დროს კი "ლევანტეში", "პარტიზანსა" და "ტორინოშიც"
უასპარეზია.

გამოცემის ინფორმაციით, "პარტენოპეის" მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი ცენტრალური მცველის დამატებასაც ითხოვს და კლუბი მუშაობას ამ მიმართულებითაც აგრძელებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული