დე ლაურენტისი "ტოტენჰემისთვის" მცველის წართმევას ცდილობს - "ნაპოლი" "ჯენოას" ფეხბურთელს და ფულს სთავაზობს

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ფაბრიციო რომანომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ტოტენჰემი" "ჯენოას" ცენტრალური მცველის, რადე დრეგუშინის შეძენასთან ახლოს იყო.

"დეზები" რუმინელ ფეხბურთელში 25 მილიონ ევროს იხდიდა და თითქოს შეთანხმებას ხელს არაფერი უშლიდა.

თუმცა Sky Italia-ს ცნობით, მოთამაშის დამატება "ნაპოლისაც" სურს და "პარტენოპეიმ" "ჯენოას" ნორვეგიელი მცველი ლეო ოსტიგორი და 20 მილიონი ევრო შესთავაზა.

სად სურს კარიერის გაგრძელება თავად დრეგუშინს, ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, 21 წლის მცველმა მიმდინარე სეზონში სერია A-ს 18 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული