The Best 2023. საუკეთესო მესია - კვარაცხელია მეათეა

AutoSharing Option
ლონდონში The Best 2023-ის დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა.

ფიფამ სარეკორდო მესამედ საუკეთესოდ ლიონელ მესი (ინტერ მაიამი, არგენტინა) დაასახელა, რომელმაც ერლინ ჰოლანს (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია) და კილიან მბაპეს (პსჟ, საფრანგეთი) აჯობა. თავად ლეო ღონისძიებას არ დაესწრო.

მესიმ და ჰოლანმა 48-48 ქულა დააგროვეს - არგენტინელი გამარჯვებული პირველ ადგილზე გასული რაოდენობის მიხედვით გახდა.

ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, საქართველო) შვიდი ქულით მეათე ადგილზე გავიდა.

საუკეთესო მეკარე - ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ბრაზილია)

საუკეთესო მწვრთნელი - პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი, ესპანეთი)

საუკეთესო გოლის ავტორი - გილერმე მადრუგა (ბოტაფოგო,
ბრაზილია)

სიმბოლური ნაკრები: კურტუა, უოკერი, სტოუნზი, დიაში, დე ბრუინი, ბელინგემი, ბერნანდო სილვა, მესი, მბაპე, ჰოლანი, ვინისიუსი

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - აიტან ბონმატი (ბარსელონა, ესპანეთი)

საუკეთესო ქალი მეკარე - მერი ერპსი (ინგლისი)

ქალთა გუნდის საუკეთესო მწვრთნელი - სარინა ვიგმანი (ინგლისი)

მკითხველის კომენტარები / 38 /
ჯერ ტვინს ჭამდნენ ეს მესის მოძულე სასტავი მსოფლიო ჩემპიონატს რატომ ვერ იგებსო და კლუბში მიღწევები არაა საკმარისიო. ახლა ჰოლანდზე გადაიჭრეს ვენები კლუბში ნახეთ რა მიღწევები აქვს და ამიტომ ყველაფერი ეკუთვნისო. ხოდა ჰოლანდმა, ცნობისათვის, ჩემპიონობაზე არაა ლაპარაკი, ევროპის ჩემპიონატზეც კი ვერ გაიყვანა ნორვეგია, რომელიც სხვათა შორის სულაც არაა ხელწამოსაკრავი გუნდი - მარტო ოდეგორი რად ღირს, და სხვებიც ევროპის ტოპ ხუთი ჩემპიონატის ფეხბურთელები არიან ძარითადად . კიდევ ერთხელ- ჩემპიონობას ვინ თხოვს, ევროპაზე გასვლაზეა ლაპარაკი. ხოდა არ გვინდა რა, ყველას ყველაფერი გვახსოვს.
)))
17 იანვარი 2024 02:49
0
მესის ჰყავს უფრო ფართო და მრავლრიცხოვანი აუდიტორია, როგორც გულშემატკივრებში ასევე ჟურნალისტებში, და მოდი ვთქვათ უმრავლესობა ნაკრების კაპიტნებიც და მწვრთნელებიც მესის მიმართ არიან სიმპატიით, ეს ყველაფერი მოდის ძველი დამსახურებების გამო, მაგრამ ევასება ამ ხალხს მესი და სანამ ითამაშებს ფეხბურთს მანამდე დაუჭერენ მხარს, სულ ეს არის. დარწმუნებული ვარ ამ პრიზის და ოქროს ბურთის გამარჯვებულს რომ ადგენდეს დავუშვათ კომპიუტერი იმის მიხედვით, ვის რა მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა წლუს განმავლობაში, მესი ნამდვილად პირველ ადგილზე ვერ გავიდოდა ბოლო სეზონებში
მამუკა
16 იანვარი 2024 22:21
1
რა კაი ერთი ბიჭო, 2023 წელს რა გააკეთა მესიმ რომ ეს ჯილდო დაიმსახურა?
კაი ერთის
17 იანვარი 2024 01:25
4
მარგი ქმედების კოეფიციენტის მნიშვნელიბა იცი საერთოდ? და როგორ უნდა განსაზღვრო მარგი ქმედების კოეფიციენტი ფეხბურთში? ნებისმიერ სათამაშო სპორტში? მარტო გოლებით? გოლი+ასისტი? გოლი+ასისტი+ შექმნილი გოლის შანსი? გოლი+ ასისტი+შექმნილი შანსი+ დრიბლინგი? თამაშზე ფეხბურთელის გავლენა? თუ იმაზე, არის თუ არა ეს ფეხბურთელი უპირობოდ საუკეთესო თავის გუნდში? (ჰოლანდი;მაგალითად არ არის უპირობო , რადგან როგორც მინიმუმ ამ როლზე დებრუინი და ბერნარდუ სილვა განიხილება) იმ ხალხზე ვიზეც ამბობ მესი მოწონთო იქნებ დაფიქრდე რატომ მოწონთ? რა კომპიუტერი...
კაი ერთი
16 იანვარი 2024 23:24
3
ეს როლანდოს ფანები რა დღეში არიან? ვერ ინელებენ თავიანთი როლანდო, რო აარსად აღარ ფიგურირებს.
რას ვიზავთ....
16 იანვარი 2024 21:44
1
შენისთანა ხისთავიანების ჯინაზე მესი სულ პირველი იქნება, თურმე აჩუქეს მს ჩემპიონობა.დდდ ასეთი მაგარი თუა პსჯ-ს პატრონი მესისთვით თუ მსოფლიოს იგებს, რაომ ერთი კინკილა ლიგა ვერ მოიგო ჰა?
როსტომის
16 იანვარი 2024 20:03
14
არა ფიფას რას ერჩით ვერ ვხვდები(მაგათ თავისი ცოდვები ეყოფად) გამარჯვებული ხომ ხმათა უმრავლესობით დგინდება.
სოსო
16 იანვარი 2024 19:57
9
ტიპს 5 წელიწადია არაფერი გაუკეთებია (პსჟ-ში გადასვლის სანაცვლოდ მიცემულ მსოფლიო ჩემპიონატს არ ვთვლი) და მაინც ტენიან პრიზებს. სასაცილოა
როსტომი
16 იანვარი 2024 16:53
10
როსტომოვიჩ, შენ რო იტყვი არა? 5-წელიწადში არაფერი გაუკეთებიაო, რო ბჟუტურებ, მს. ჩემპიონატი სათვალავში არ ითვლება არა?!უკვე იქამდე მიდის შენნაირი ბოღმიანების ფანტაზიები, რო პსჟეში რო გადავიდა ლეო, მაგის გამო მისცეს მს.თასი?! და რატომ თავიანთ მპაბეს არ ჩაუწყეს ეგ საქმე? მითუმეტეს შეიხი ყავთ პრეზიდენტად და რა გაუჭირდებოდა თუ ფულები არ ქონდათ? არა რახან ლეო მესია, მანდ გაქვთ ბოღმები! შიზოფრენიის დონემდე ხართ უკვე დასულები, ანტი მესისტები. ეხლა ისევ დაატრიალებთ ჟანგიან პლასტინკებს: მესიმ ყველა მოისყიდაო, "ყოჩაღ ლეო" თუ თავის ჭკუაზე ატრიალებს ყველას!
როსტომას
16 იანვარი 2024 20:21
13
საერთოდ, რას დაემსგავსა მსოფლიო, არა მარტო ფეხბურთი. ეხლა ამოქექეს 2021 ში, პსჟ-მ უყიდაო მესის საუკეთესოს პრიზი. ლეო, სასწაულად მაგარი ფეხბურთელია, არავინ დაობს, მაგრამ ეს რა არის? რა არის ბატონებო და მ ა რ ა ზ მ ი. გაისადაც მესის მისცენ, იმის შემდეგაც, იმის შემდეგაც და ჰააა...
ლევანი
16 იანვარი 2024 14:52
8
ზოგჯერ შეხედე ხოლმე რას აკეთებს ახალ გუნდში, მაგრამ ეს პირველი ადგილი, თუ იცი, 22-23 წლის სეზონისთვის მისცეს, მსოფლიომდე.
გიორგი
16 იანვარი 2024 17:50
8
რა საცოდავია ქალუსია მბაპე,იხევენ და იხევენ,ახლა ბელინგემი მოიხოდა და მგონი დარჩება ნომერ 2-ად სამუდამოდ
Kvekeskiri
16 იანვარი 2024 13:42
3
მეორედ რატომ? მესამედ. ჰოლანი ხო უფრო მაგარია ვიდრე მბაპე. ბელინგემმა თუ ასე გააგრძელა ბევრ ოქროს ბურთს აიღებს
zura
16 იანვარი 2024 16:15
0
ეს დაჯილდოება კიარა მარაზმია გვატდიოლქსაც კი გაუკვირდა მესისი პრიზი შემდეგი შეიძლება ბრახილიელი რონალდო იყოს
ნიკა
16 იანვარი 2024 12:35
4
ანუ ისეთ დონეზეა ფეხბურთი, რომ მაიამიში გასართობად წასული ფეხბურთელი იმარჯვებს ნომინაციაში
Goga
16 იანვარი 2024 11:23
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული