ფედელეს თქმით, "ნაპოლის" გოლების გატანა იმიტომ უჭირს, რომ ოსიმენს სათანადო შემცვლელი არ ჰყავს.
"როდესაც "ინტერში" ლაუტაროს უგოლო სერია აქვს, მას ტურამი ცვლის. "ნაპოლის" კი ოსიმენის გარეშე გოლების გატანა არ შეუძლია. იგივე სიტუაციაა "იუვენტუსშიც" - თუ ვლაჰოვიჩი არ თამაშობს, "ბიანკონერის" შედეგიანობა მაშინვე უარესდება.
ბოლომდე დასკვნების გაკეთება რთულია, რადგან მაცარის ხელმძღვანელობით, ოსიმენისა და კვარაცხელიას დუეტი მოედანზე არ გვინახავს. ნიგერიელს ბრწყინვალე მონაცემები აქვს, დაველოდოთ და ვნახოთ, ვიქტორის დაბრუნება რას შეცვლის", - განაცხადა
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-9 ადგილს იკავებს. "პარტენოპეი" მორიგ მატჩს 4 თებერვალს, "ვერონას" წინააღმდეგ გამართავს.
ფედელე ირწმუნება, რომ დე ლაურენტისი ცუდი ხელმძღვანელია