რუსეთის ნაკრების კაპიტანს, გიორგი ჯიქიას, მოსკოვის "სპარტაკთან" კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდება და კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება სურს, - იტყობინება პაველ გოროდნიცკის "იუთუბის" არხი.
ჯიქიას თავისუფალ აგენტად აყვანა ერთ-ერთ თურქულ კლუბს უნდოდა (სავარაუდოდ, "ტრაბზონსპორს"), სეზონურ გასამრჯელოდ მზად იყო 700-800 ათასი ევრო შეეთავაზებინა, მაგრამ გაიგო რა, რომ ამჟამად მისი ანაზღაურება 2 მილიონია და ბევრად ნაკლებზე არ დათანხმდებოდა, ტრანსფერის განხორციელებაზე უარი განაცხადა.
30 წლის ჯიქიამ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა.