"მის ასაკში ასეთი მონაცემები მესისა და რონალდოს არ ჰქონდათ" - გვარდიოლა ჰოლანზე

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ საკუთარი შეგირდის, ერლინ ჰოლანის შესახებ ისაუბრა.

ესპანელი სპეციალისტის თქმით, ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო ნორვეგიელის ასაკში ერლინის მსგავს ფეხბურთს ვერ აჩვენებდნენ.

"ერლინი ახალგაზრდაა. ის მოედანზე ყოველთვის რთულ პოზიციაზე თამაშობს, რადგან მას 4-5 ფეხბურთელი მუდამ მეურვეობს. მას ვუთხარი, რომ პოზიტიური დამოკიდებულება შეენარჩუნებინა და გოლები აუცილებლად მოვიდოდა. 

ჰოლანის სიმაღლის ფეხბურთელისთვის ტრავმის შემდეგ დაბრუნება მარტივი არ არის. ის მშიერია და მუდამ გოლების გატანა სურს, თუმცა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს.

შეხედეთ მის ციფრებს, ამ ასაკში მესის და რონალდოს მსგავსი
სტატისტიკა არ ჰქონდათ. მას გოლები ნებისმიერი სიტუაციიდან გააქვს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დაგვიბრუნდა", - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, ჰოლანმა პრემიერლიგაში ჩატარებულ 50 მატჩში 51 გოლის გატანა მოახერხა, მსგავსი შედეგი კი აქამდე არავის დაუფიქსირებია.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 14 /
სუარესმა 33 მატჩში 31 გოლი გაიტანა, არანაკლებია
ზაქრო
21 თებერვალი 2024 16:38
0
ჰოლანის უპირატესობა სიმაღლეშია (რომელი მცველი დააკავებს, ამ ოქლაქს?) ნუ რაც აქვს გოლის გატანის ალღო, მაგრამ ფეხბურთი მარტო გოლების გატანა, ხომ არ არის?
ქომაგებს უნდა დაამახსოვრო თავი ლამაზი თამაშითაც, დრიბლინგებით, ბურთის სწორი გადაცემით თანაგუნდელისთვის (ასისტები) და ასე შემდეგ. ვინაიდან ჰოლანი უსაშცელოდ მაღალია, აქედან გამოდინარე არ აქვს ეს თვისებები, რაც ავღნიშნე. მე პირადად ლამაზ ფეხბურთს ვანიჭებ უპირატესობას და აქედან გამომდინარე იმ ფეხბურთელსაც, რომელიც ცდილობს სტადიონზე მისულ გულშემატკივრებს აჩვენოს, თუ რა არის ნამდვილი ფეხბურთი!
ქომაგი.
13 თებერვალი 2024 19:23
0
1000000000%-იანი!
ქომაგს
13 თებერვალი 2024 22:19
0
შედარებაც კი არ შეიძლება ჰალანდის მესისთან და რონალდუსთან დღესდღეობით, მომავალში რა იქნება არავინ არ იცის, რონალდუც და მესიც ახალგაზრდობაში ინდივიდუალურად წყვეტდნენ ხოლმე თამაშების ბედს, ჰალანდზე კიდევ მთელი მანჩესტერ სიტი მუშაობს გოლი რომ გაიტანოს, ამით ჰალანდს არ უკარგავ ნიჭს და ტალანტს, მაგრამ ამ ოტ გიგანტთნ შედარება არერეალურია
მამუკა
13 თებერვალი 2024 16:25
4
გვარდიოლას რას ერჩით? ,რა სთქვა ამ კაცმა ისეთი ქლესას რომ ეძახით, ის არ ამბობს,რომ ჰალანდი მესის და როლანდოს ჯობიაო, [ამ კომენტში ყოველ შემთხვევაში] არამედ ამ ასაკში მათ ასეთი შედეგი არ ჰქონიათო, რაც მშრალი ციფრებია, ფაქტია და რა არის აქ საკამათო. წაკითხულსაც გაგება უნდა, ისე როგორც კარგ მთქმელს კარგი გამგონიოო....რა გინდათ? ჩვენსავით უნდა იძახოს-კვარაცხელია ყველაზე მაგარია და მსოფლიოში ყველა საფეხბურთო მოვლენა მას უნდა დაუკავშირონ, მხოლოდ იმიტომ რომ ქართველია და ციფრებს და ფაქტებს გვერდი აუაროს?. გვარდიოლასთანა პროფესიონალი ნეტავ ერთი გვყავდეს თავისი საქმის, რაში სჭირდება მას ქლესობა-იქნებ ცოტა ტვინი გაგენძრია და ასეთ სისულერეს არ დაწერდი..
Jora-giorgi
13 თებერვალი 2024 15:56
2
არც რონალდოს და რაღა თქმა უნდა არც მესის,ჰოლანთან მიახლოებული ფიზიკური მონაცემებიც კი არ აქვს.რონალდომ,თავისი ფანატიზმით შეიქმნა თავისი სხეულიდან გოლების მანქანა,მესი კი,მხოლოდ მის თავში ჩადგმული, სრულიად განსხვავებული ტვინით აღწევს საოცარ შედეგებს.ჰოლანს შეუდარებლად უკეთესი სასტარტო პირობები აქვს და ჯერჯერობით ბრწყინვალედ იყენებს,ამ უპირატესობას.არავინ იცის,რა იქნება მომავალში,მაგრამ დღეს მისი სტატისტიკა,დიახაც უკეთესია,ამ ორ გიგანტზე.თამაშის სტილზე არაფერს ვიტყვი,რადგან მისი შეფასება სუბიექტურია.აი სტატისტიკა კი,სრულიად ობიექტური და შეფასებადი საქმეა.
პ.ს.რონალდოსთან და მესისთან როგორ მოვაო,ნუ შემედავებით,ჩემთვის მესი უპირველესია,სწორედ მისი თამაშიდან გამომდინარე,მაგრამ ჰოლანსაც ნუ დავუკარგავთ,თავისას.ძალიან მაგარია!საერთოდაც,დღეს,ტალანტები უკვე ძალიან ადრეულ ასაკში ავლენენ საკუთარ ნიჭს და უნარებს.სამწუხარო ისაა,რომ უზარმაზარი დატვირთვების გამო,მათი ორგანიზმი ვერ უძლებს და სერიოზული ტრავმებით პასუხობს.შედეგდ სადღაც ქრება სუპერტალანტის მქონე ბიჭუნა და მის ადგილს,ახალი მისნაირი იკავებს,მერე სხვა და მერე სხვა...აკრობატიკაში,სპორტსმენების ქვედა ასაკობრივი ზღვარი დააწესეს,მსოფლიოს ჩემპიონატებზე,რამდენადაც ვიცი სპორტულ ტანვარჯიშში და ფიგურულ ციგურაობაშიც,რადგან ის რაც ჯერ გაუძვალებელ სხეულს შეუძლია გააკეთოს,უკვე ჩამოყალიბებულ ჩონჩხს,ასეთი მოქნილობა,ვერანაირად ვერ ექნება და 19-20 წლის ასაკში,მანამდე ტანვარჯიშის თუ სპორტის სხვა სახეობების ვარსკვლავები,უკვე ვეღარ ქაჩავენ,იმ სირთულეს,რასაც ორი წლით ადრე,ძალიან იოლად ითვისებდნენ.ამას იმიტომ გადავწვდი,რომ ალბათ ფეხბურთშიც მალე დადგება,არასრულწლოვანი ტალანტების,ძირითად შემადგენლობაში თამაშის აკრძალვა.ისედაც ბევრ ქვეყანაში,18 წლის ქვემოთ სპორტსმენთან,პროფესიული კონტრაქტის დადება,აკრძალულია.
სოსო
13 თებერვალი 2024 14:52
2
ჰალანდი დღეს ყველაზე მაგარია. მესი კი ოქროს ბურთის და ფიფას 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის ქურდი. რონალდო და მესი გაყიდულ კლუბებში აღწევდნენ წარმატებას. რეალი და ბარსელონა გაყიდული კლუბებია ყველამ ვიცით და ჰალანდი მან სიტიში გახდა ჩემპიონი წერტილი.
ფაქტები
13 თებერვალი 2024 14:02
10
არაა გასაკვირი შენი წლოვანებისთვის,,მესი რო კარიერას იწყებდა და ჰალანდის ტოლიც რო იყო შენ ჯერ კიდევ სპერმა იყავი,,შენი ადგილსამყოფელი სადაც იყო მაგას აღარ დავწერ იცი ისედაც,,მესიმ რომელმაც არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახადა მაგ წელს მესი საუკეთესო პრიზის ქურდი რანაირად აბა??
ფაქტებს
13 თებერვალი 2024 21:55
0
უბრალოდ შენაირ უვიცებთან არც კი ღირს "დებატები" ვაი შენს პატრონს! წადი ფეხბურთის ანა-ბანა ისწავლე და მერე გველაპარაკე "ფაქტებზე"!
ფაქტებს
13 თებერვალი 2024 15:25
2
ეს გვარდიოლა, მაგარი ქლესა ვინმეა!
ზურა
13 თებერვალი 2024 13:17
9
მესი, ძალიან პატარა ასაკშიც კი აჩვენებდა საფეხბურთო კლასს!
გია
13 თებერვალი 2024 13:09
3
მაგ პერიოდში ბარსელონა მსაჯებს ყიდულობდა.
.......
13 თებერვალი 2024 14:03
7
საქმე როცა ლეო მესის ეხება, შენ რატომ აიჭრები?
დავით 67 ს
13 თებერვალი 2024 13:31
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული