"რეალი" ოდეგორის დაბრუნებას განიხილავს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" "არსენალის" კაპიტნის, მარტინ ოდეგორის დაბრუნებას განიხილავს, ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ეკრემ კონური ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ბლანკოსი" მზადაა 25 წლის ნორვეგიელის სანაცვლოდ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "არსენალს" შეთავაზება გაუკეთონ. ოდეგორის დამატება "პარი სენ ჟერმენსაც" სურს, თუმცა კონური აღნიშნავს, რომ "მეთოფეთა" კაპიტანი უახლოეს პერიოდში კლუბის შეცვლას არ გეგმავს და ტრანსფერის გაჩარხვა რთული იქნება.

შეგახსენებთ, ოდეგორი "სამეფო კლუბის" ღირსებას 2015/2021 წლებში იცავდა, შემდეგ კი "არსენალს" 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა "მეთოფეთა" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 30 მატჩი გამართა, თავი
კი 7 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

ოდეგორს "არსენალთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

altოდეგორის ულამაზესი გოლი - "არსენალმა" "ნიუკასლი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

altოდეგორის დუბლი და ლამაზი გოლები - "არსენალმა" ლონდონურ დერბიში "ჩელსი" დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
Arc reals chirdeba da mitumetes odegaards es yveteli presac agaraaa..
L.J .
16:49 15-02-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული