მესი აშშ-ში 4 ჯერ უფრო პოპულარულია, ვიდრე რონალდო - რამ გამოიწვია ამხელა სხვაობა?

AutoSharing Option
ლიონელ მესი აშშ-ში 4-ჯერ უფრო პოპულარულია, ვიდრე კრიშტიანო რონალდო, ამ ინფორმაციას SSRS-ის მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებს.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში მესი და რონალდო სხვა სპორტსმენებთან შედარებით ბევრად პოპულარულები იყვნენ და პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებდნენ.

თუმცა ბოლო ერთი წლის მანძილზე არგენტინელის პოპულარობა პორტუგალიელთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა.

გამოცემის მტკიცებით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე "ლა პულგას" წარმატებული გამოსვლაა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში მესი მაიამის "ინტერს" გასულ ზაფხულს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. "ლა პულგამ" ფლორიდელების მაისურით ჯამში 15 მატჩი
ჩაატარა, თავი კი 11 გატანილი გოლითა და 6 საგოლე პასით გამოიჩინა.

რონალდო "ალ ნასრში" 2023 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა არაბული გუნდის მაისურით ჩატარებულ 53 მატჩში 47 გოლის გატანა და 13 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

altვისით "შეცვალეს" მესი და რონალდო - კრიზისი ევროპულ ფეხბურთში, არაბული გავლენა და კვარაცხელია, როგორც გამოსავალი

alt"ოქროს ბურთის" ფავორიტები - ბენზემა 1-ელ ადგილზეა, მესი და რონალდო 20-ეულში ვერ მოხვდნენ

altმესი და რონალდო ერთად პარიზში, თუ მბაპე წავა, ამ სუპერფორვარდს იყიდიან - რა გეგმები აქვს პსჟ-ს მძიმე მარცხის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 10 /
ის რო ლეო მესი ბრწყინვალე ფეხბურთელია, ამაში ალბათ ყველა ვთანხვდებით (ნუ გამონაკლისების სახით რასაკვირველია) უბრალოდ ამას ემატება ლეოს ხასიათის თვისებებიც: არ არის ქედმაღალი, არის უბრალო, არვის არ უყურებს, რო "მე ვარსკვლავი ვარ და შენზე მეტი ვარ". რაზეც როლანდოზე ვერ ვიტყვით, რასაკვირველია კრიშტიანო უდაოდ უნიჭიერესი ფეხბურთელია, მაგრამ ხასიათის რა მოგახსენოთ.... აი ამ კომპონეტში უგებს, ლეო როლანდოს.
ფანი
24 თებერვალი 2024 14:01
5
როლანდოს ჯობია,რონალდოს არა.მესის პიროვნულ თვისებაზე დადებითად როგორ შეიძლება ისაუბრო იმის შემდეგ რაც თავის გამზრდელ კლუბზე ბარსელონაზე საშინლად ისაუბრა ჟანოსთან ინტერვიუში..ლამის სეპარატისტად მოიხსენია კატალონიელი გულშემატკივარი ამ ღლეომ..
ფან-ს
24 თებერვალი 2024 17:07
5
ლეოს, არასოდეს არავისთან ცუდად არ მოუხსენებია ბარსა და რაღაც სისულელეს ნუ იგონებ (გატყობ შენნაირ ქლეს ესე აწყობს) ყოველთვის სიყვარულით ახსენებს, ამის დასტურია 8-ე ოქროს ბურთის გადაცემა ბარსელონას მუზეუმისათვის! უბრალოდ როლანდოს ფან კლუბის ქლე ფანჩუკები, ვერ იტანთ ლეოს წარმატებას, ეს არის თავიდათავი შენაირების, გაღიზიანების მიზეზი.
ფან-სს
24 თებერვალი 2024 19:04
3
ყველა გამოხმაურება
ასეა! ლეო სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან მესია!!!!!!!!!!!
ლაშა
24 თებერვალი 2024 13:35
3
დამპალო ლაპორტა! წაიკითხე, რა ფეხბურელი გაწირე? ფუი შენი?
???
24 თებერვალი 2024 16:38
0
ეხლა გინდა წაიკითხოს, გინდა ნუ წაიკითხავს, თავის გაფუჭებულ საქმეს მაინც ვეღარ გამოასწორებს. ეგ დეგენერატი უნდა მოცილდეს.
კარაკას
25 თებერვალი 2024 13:19
0
ამას Მართლა ამბობ? :-) დაელოდე რომ წაიკიᲗხავს
კარაკასი
25 თებერვალი 2024 08:34
2
საინტერესოა, საუდის არაბეთში ვინ უფრო პოპულარულია? :)))
alexandre
05 მარტი 2024 10:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული