მესი აშშ-ში 4 ჯერ უფრო პოპულარულია, ვიდრე რონალდო - რამ გამოიწვია ამხელა სხვაობა?

AutoSharing Option
ლიონელ მესი აშშ-ში 4-ჯერ უფრო პოპულარულია, ვიდრე კრიშტიანო რონალდო, ამ ინფორმაციას SSRS-ის მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებს.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში მესი და რონალდო სხვა სპორტსმენებთან შედარებით ბევრად პოპულარულები იყვნენ და პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებდნენ.

თუმცა ბოლო ერთი წლის მანძილზე არგენტინელის პოპულარობა პორტუგალიელთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა.

გამოცემის მტკიცებით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე "ლა პულგას" წარმატებული გამოსვლაა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში მესი მაიამის "ინტერს" გასულ ზაფხულს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. "ლა პულგამ" ფლორიდელების მაისურით ჯამში 15 მატჩი
ჩაატარა, თავი კი 11 გატანილი გოლითა და 6 საგოლე პასით გამოიჩინა.

რონალდო "ალ ნასრში" 2023 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა არაბული გუნდის მაისურით ჩატარებულ 53 მატჩში 47 გოლის გატანა და 13 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

altვისით "შეცვალეს" მესი და რონალდო - კრიზისი ევროპულ ფეხბურთში, არაბული გავლენა და კვარაცხელია, როგორც გამოსავალი

alt"ოქროს ბურთის" ფავორიტები - ბენზემა 1-ელ ადგილზეა, მესი და რონალდო 20-ეულში ვერ მოხვდნენ

altმესი და რონალდო ერთად პარიზში, თუ მბაპე წავა, ამ სუპერფორვარდს იყიდიან - რა გეგმები აქვს პსჟ-ს მძიმე მარცხის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 10 /
საინტერესოა, საუდის არაბეთში ვინ უფრო პოპულარულია? :)))
alexandre
10:09 05-03-2024
0
დამპალო ლაპორტა! წაიკითხე, რა ფეხბურელი გაწირე? ფუი შენი?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული