"ან დაემორჩილებით, ან დაისჯებით" - სამი ახალი წესი, რომელიც კალცონამ "ნაპოლის" გასახდელში დაამკვიდრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ გუნდის გასახდელში ახალი წესები შემოიღო, ამის შესახებ Napolipiu იტყობინება.

წყაროს ცნობით, კალცონას მიღებულ გადაწყვეტილებებს "ნაპოლის" ყველა ფეხბურთელი უნდა დაემორჩილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებიან.

მწვრთნელის მითითების შესრულება

"არანაირი პროტესტი შეცვლის შემდეგ, როგორც ეს კვარაცხელიას შემთხვევაში მოხდა. ვინც მოედანზე დაამტკიცებს, რომ თამაშის ღირსია, სათანადო დროს მიიღებს.

მაქსიმალური სერიოზულობა საქმისადმი

კალცონა მოითხოვს საქმისადმი ერთგულებას, სრულ კონცენტრაციას და პროფესიონალიზმს, როგორც ვარჯიშებზე, ასევე ოფიციალურ მატჩებში.

ერთიანობა და ერთმანეთის პატივისცემა

მესამე წესი კალცონასთვის ფუნდამენტურია. მას სურს შეკრული ჯგუფი, რომელიც ერთი მიმართულებით
იმოძრავებს და წარმატების მიღწევას შეძლებს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ნეაპოლური გუნდის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი სრულად მხარს უჭერს", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონატში მორიგ შეხვედრას დღეს, 25 თებერვალს, "კალიარის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

altკალცონამ კვარაცხელიას შესახებ გადაწყვეტილება მიიღო - იქნება თუ არა ხვიჩა "კალიარისთან" სასტარტოში?

მკითხველის კომენტარები / 31 /
ნეტავ, იცოდეთ როგორ მომაბეზრეთ თავი ყველამ? ყველა შემეშვით, აღარ მინდა თქვენი ქება, ჭკუის დარიგება! პატარა თუ დიდს, ვისაც არ ეზარებათ ყველა მასწავლის თუ როგორ უნდა ვითამაშო, ეს უკვე ნამეტანია! ისე იზავთ, რო ფეხბურთის თამაშს შემაძულებთ! წნეხის ქვეშ ვიმყოფები, თუ ქართველი ფანების მხრიდან და თუ აქაური იტალიელი ქომაგების მხრიდანაც, ამდენს ვეღარ ვუძლებ და ამიტომ ჩემი თხოვნაა მაცალოთ თამაში და ნუ ერევით ჩემს საქმეში და ასევე პირადშიც!
ხვიჩა კვარაცხელია!
25 თებერვალი 2024 13:14
10
თუ უცენზურო კომენტარები იბლოკება, სხვისი სახელით დაწერილი ასევე უნდა დაიბლოკოს
alexandre
25 თებერვალი 2024 13:46
1
ვა! ნაპოლეონ! გიცანი.
ავლიპი ზურაბაშვილი
25 თებერვალი 2024 13:45
2
ყველა გამოხმაურება
სერია ბ გარანტირებული გაქ კალცონ.. შემდენი სეზონიდან .. ეხლა ვერ მოასწრებ გავრდნას მარა მომავალ წელს უეჭველი სერია ბ- ში გიხილავთ .. ხვიჩას კი ისეთ გუნნდში სადაც დაფასებენ.. ბარას თამაშზე ხეტაფესთან ლევანდოვსკის გუშინ ერთი კაპიკის არფერი გაუკეთებია მარა არვის შეუცვლია რადგან აფასებენ, არც ბაპეს გამოდიოდა რამე ზოგჯერ მარა არავინ უბედავდა იმს რაც ამ კალცონიკომ გაბედა.. რასქვია გვარს არაქ მნიშვნელობა.. გვარს როაქ მნიშვნელობა იმიტომ აიღო ნაპოლიმ სკუდეტო თორე ისინი იქ ყველა იყო სხვა წლებში. უნდა გადავიდეს ამ უმადურებისგან.. თუმცა აქ რატოუნდა დარჩეს იტალის ჩემპიონი გახდა, საუკეთესო მოტამაშე გახდა და ერთ სეზონში სამჯერ თვის საუკეტესო მოთამაშე.. მეტი რაუნდა ქნას ამოწურა იტალია ეხლა სხვა ქვეყნის ჯერია.. ლიგას კი ამ უმადურებში მაინც ვერ მოიგებს. წავიდეს უნდა
უმადურების პრეს ცენტრი......
25 თებერვალი 2024 12:19
14
მოკლედ ნაპოლის საქმე ძალიან ცუდად არის, სპალეტი გარსიათი შეცვალა, გარსია მაცარით და ბოლოს არშემდგარი ფეხბურთელი და მუდმივი ასისტენტი დანიშნა, თანაც შეთავსებით. სანამ ეგ თავისი ეგოს დაკმაყოფილებას მოახერხებს ძალით, მანამდე სეზონიც მორჩება და წავა თავის გზაზე, ავტორიტეტი კი ვერასდროს გახდება - ავტორიტეტს საქმით მოიპოვებენ და არა საკუთარ წესებად ზოგადი ანბანის გამოცხადებას. 55 წლის დამწყები მწვრთნელი არ გაიშვას არსად.
???
25 თებერვალი 2024 14:48
6
ზუსტად იგივე დავწერე და თქვენი კომენტარი მერე წავიკითხე, იგივე მითქვია. იმიტომ რომ სიმართლეა, ზუსტად მაგაშია საქმე აბსოლუტურად გეთანხმებით
ესეც ჩაივლის.
25 თებერვალი 2024 18:02
0
გვეკაიფებიან?
გეგონება სხვა მწვრთნელები ითხოდნენ:1) მწვრთნელის მითითება არ შესრულდეს, 2) მაქსიმალური არასერიოზულობა საქმისადმი, 3) დაშლილობა და ერთმანეთის უპატივცემულობა.
ჰაჰა
25 თებერვალი 2024 13:07
2
გროზნი კარლსონა. ეს პრაპორშიკად იქნება ნამუშევარი ჯარში. ნამეტანი მკაცრია :)
გუნდს რამე სასიკეთო დაატყოს და თუ უნდა, ნორმატიული აქტები გამოსცეს და გასახდელში ჩამოკიდოს.
გოგია
25 თებერვალი 2024 12:20
6
სრულად ვეთანხმები ?.?.?. -ს .ჩემი მხრივ დავამატებდი:კი მაგრამ ეს ყვალაფერი ხომ ასე უნდა იყოს,მოყვარულებით დაწყებული,პროფესიონალებზე,ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.თუ ეს ყველაფერი ნაპოლიში მოშლილი იყო,აქამდეც როგორ მოვიდნენ გასაკვირია.ვნახოთ ყველაფერი მალე გამოჩნდება.
არგუტი
25 თებერვალი 2024 17:44
3
სპალეტის არ უთქვია ეგენი და ეგ ვინაა. ჯერ ახსნას რატომ და რისთვის და ჯერ დაამტკიცოს რომ რასაც ითხოვს სწორია. და ეგ ეგრე არაა, არასწორია. ნამდვილი მწვრთნელი ვალდებულია ყველაფერი აუხსნას და გააგებინოს ფეხბურთელს რას რატომ და როგორ აკეთებს, ტაქტიკური ცოდნა გაგება და საფეხბურთო აზროვნება უნდა განუვითაროს, თუ მაგის თავი აქვს, და შეუძლია აზროვნება რაც პირდაპირი მოვალეობაა მაგის. მთელ გუნდს ყველაფერი უნდა აუხსნას და გააგებინოს, უფრო მეტიც უნდა დაუმტკიცოს რომ სწორია რასაც ამბობს და მაგის დამტკიცება უნდა შეეძლოს. ასე მუშაობს გვარდიოლა, აზროვნებაში და ტაქტიკის განხილვაში მთელი გუნდი მონაწილეობს. უსიტყვო მორჩილებას ვინც ითხოვს პირველ რიგში უვიცი, ეგოისტი და ავადმყოფია სუყველა. არ არის ჯანმრთელი მოვლენა. თუ არ შეგიძლია დამტკიცება არა გაქვს უსიტყვო მორჩილების მოთხოვნის უფლება. ან იმხელა ავტორიტეტი უნდა იყო რომ თავისით უნდა გემორჩილებოდნენ სუყველა, შენ არ უნდა გჭირდებოდეს თქმა ან დიქტატორულად მოთხოვნა. აი ეგეთი არის მაგალითად ანჩელოტი. ჯერ საქმით უნდა დაამტკიცოს რომ ნდობა და ავტორიტეტი მოიპოვოს, მაგალითად ანჩელოტი რომ იყოს მწვრთნელი ნამდვილად იმსახურებს იმას რომ უსიტყვოდ დაემორჩილონ. ამხელა ლეგენდაა და ავტორიტეტია. მაგრამ აი ეგ ანჩელოტიც კი არ მუშაობს ეგრე და არ ითხოვს უსიტყვო მორჩილებას პირველი დღიდან, იმიტომ
რომ ავტორიტეტია და არ ჭირდება. დიდი საქმეები გაკეთებული აქვს. და მაგას დამსახურება უნდა. მაგრამ რა ანჩელოტი, შორს მიდიხარ როცა მანდ იყო სპალეტი. აი სპალეტი, ბიძია ნამდვილად პატივს ცემენ სუყველა. ეს ვინაა საიდან მოვიდა, აზრზე არაა ავტორიტეტი ეგ არაა და პირველი დღიდან უსიტყვო მორჩილებას ითხოვს.
მეორე პუნქტიც სუფთა მახეა. რაც არ მოინდომოს ფეხბურთელმა სერიოზულობა, მაინც შეეძლება მაგის ვერ დანახვა და ბრალის დადება რომ საკმარისად სერიოზულად არ უდგება და შესაბამისად სკამზე დაჯენა. მესამე პუნქტი პროსტა პიარი ვითომ აი რა სამართლიანი მწვრთნელია.

მაგრამ საბოლოოდ დაისმის ყველაზე დიდი კითხვა, საერთოდ ეს 3 ახალი წესი და ეს ამბავი გასახდელიდან ვინ გამოიტანა? და პრესაში რატომ ქვეყნდება, გასახდელში და გუნდში რაც ხდება ხომ ყველაფერი დახურული უნდა იყოს და შიდა სამზარეულოს საქმეა, მაგრამ კონკრეტულად ეს 3 ახალი წესი რატომ გადმოფინეს საჯაროდ პრესაში და რატომ უნდა ვიღაცას რომ ხალხის მასებმა გაიგონ. პიარი ჭირდება ვიღაცას, და წინასწარ თავის მართლება. მოკლედ ვნახოთ რა გამოუვა. სპალეტის ნაირი კარიერის აიწყობას ცდილობს კალცონა
ესეც ჩაივლის.
25 თებერვალი 2024 17:53
16
მწვრთნელის მხრიდან სრულიად ტრადიციული და ლეგიტიმური მოთხოვნებია,მაგრამ დე ლაურენტისიც სრულიად იზიარებსო,ამ მიდგომას,რომ სწერია,ამან ძველი პოლიტიკური ანეგდოტი გამახსენა:
სტალინი და ამერიკის პრეზიდენტი,რუზველტი,ერთად არიან და რუზველტი თავს იწონებს, ამერიკული დემოკრატიით:ჩვენთან,ამერიკის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოვიდეს თეთრი სახლის წინ,ღობესთან და იყვიროს,ძირს, პრეზიდენტი რუზველტი!-მერე რა?! არ გაიკვირვა სტალინმა,კრემლის წინ თუნდაც 1000 კაცს შეუძლია მოვიდეს და იყვიროს:ძირს პრეზიდენტი რუზველტი!
სადაც დე ლაურენტისია,იქ ვინმეს პატივისცემა როგორ წარმოგიდგენიათ?ზელინსკის სცემს პატივს?ხვიჩას?ჯუნტოლის თუ სპალეტის?არ იმსახურებდნენ?ეს დისციპლინის გამკაცრება,ისევ და ისევ,ფეხბურთელებისათვის ხელების გადაგრეხვას და დაშინებას ემსახურება.რამდენიმე თამაში,შესაძლოა რაღაცა ეფექტი ჰქონდეს კიდეც,მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში,ფეხბურთელები ყველაფერს გაშიფრავენ და კლუბიც მთლიანად აფეთქდება.დე ლაურენტისი შესაძლოა იმედოვნებნს,რომ კლუბების მსოფლიო ჩემპიონატზე,ნაპოლისაც ჩართავენ,ამით 100 მილიონზე მეტს იშოვნის და საამისოდ,ასეთ რადიკალურ ნაბიჯზეც მიდის,მაგრამ თუ არაფერი გამოუვიდა,მაშინ ყველაფერი თავზე დაემხობა.ასეთ ადამიანებს სიხარბე და პატივმოყვარეობა ღუპავს ხოლმე.
სოსო
25 თებერვალი 2024 14:39
0
ესეთი წესი ქონდა ახალკაცს დინამოში
Gio
25 თებერვალი 2024 12:20
2
პროფესიონალიზმისა და პროფესიონალის ანა-ბანაა...
დრანდელი
25 თებერვალი 2024 12:17
2

სიახლეები პოპულარული