"ან დაემორჩილებით, ან დაისჯებით" - სამი ახალი წესი, რომელიც კალცონამ "ნაპოლის" გასახდელში დაამკვიდრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ გუნდის გასახდელში ახალი წესები შემოიღო, ამის შესახებ Napolipiu იტყობინება.

წყაროს ცნობით, კალცონას მიღებულ გადაწყვეტილებებს "ნაპოლის" ყველა ფეხბურთელი უნდა დაემორჩილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებიან.

მწვრთნელის მითითების შესრულება

"არანაირი პროტესტი შეცვლის შემდეგ, როგორც ეს კვარაცხელიას შემთხვევაში მოხდა. ვინც მოედანზე დაამტკიცებს, რომ თამაშის ღირსია, სათანადო დროს მიიღებს.

მაქსიმალური სერიოზულობა საქმისადმი

კალცონა მოითხოვს საქმისადმი ერთგულებას, სრულ კონცენტრაციას და პროფესიონალიზმს, როგორც ვარჯიშებზე, ასევე ოფიციალურ მატჩებში.

ერთიანობა და ერთმანეთის პატივისცემა

მესამე წესი კალცონასთვის ფუნდამენტურია. მას სურს შეკრული ჯგუფი, რომელიც ერთი მიმართულებით
იმოძრავებს და წარმატების მიღწევას შეძლებს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ნეაპოლური გუნდის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი სრულად მხარს უჭერს", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონატში მორიგ შეხვედრას დღეს, 25 თებერვალს, "კალიარის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

altკალცონამ კვარაცხელიას შესახებ გადაწყვეტილება მიიღო - იქნება თუ არა ხვიჩა "კალიარისთან" სასტარტოში?

მკითხველის კომენტარები / 31 /
პრეზიდენტის დეკრეტით დამყარებული მწვრთნელის ავტორიტეტი და დისციპლინა?
ჟორა
18:36 26-02-2024
0
იქნებ ისინიც დაგესაჯა ვინც მოედანზე ღორობს და კარგ პოზიციაში მყოფ პარტნიორს პასს არ აწვდის.
ჟორა გაბრიჭიძე
11:28 26-02-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული