შემოდის თუ არა ლურჯი ბარათი ფეხბურთში - FIFA-ს პრეზიდენტმა განმარტება გააკეთა

AutoSharing Option
FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ კატეგოირულად გამორიცხა, რომ უახლოეს მომავალში ფეხბურთში ლურჯი ბარათი შემოვიდეს.

ამ ფერის ბარათს ფეხბურთელები იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ განზრახ ტაქტიკურ დარღვევას მიიღებდნენ, ან ზედმეტს იკამათებდნენ და მოედნის დატოვება 10 წუთით მოუხდებოდათ.

"FIFA კატეგოირულად ეწინააღმდეგება ლურჯ ბარათს. მოდით, ყველამ ერთად ვაჩვენოთ წითელი ბარათი ლურჯს. არასოდეს!

ჩვენ IFAB-ში, FIFA-ში ყოველთვის ღია ვართ იდეებისა და წინადადებების განხილვისთვის, მაგრამ განხილვისას ასევე უნდა დავიცვათ თამაში, მისი არსი, ტრადიციები. ცისფერი ბარათი არ არსებობს", - ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს Sky News.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯარიმის ნაცვლად პანჩურის ამორტყმა როდის იქნება? მე ვფიქრობ ნაკლებად დაარღვევენ
სახალხოდ, წაკუზვა და ბაც! ვინ გაბედავს დააშავოს? შიში ოხერია. და გამოიყენეთ ეს ოხერი..
კ ო მ ბ ლ ე
02 მარტი 2024 15:29
3
არადა ეს ლურჯი ბარათი რო ყოფილიყო ტექნიკური ფეხბუთელებისთვის კარგი გამოსავალი იქნებოდა ტრავმებს აირიდებდნენ.ხვიჩასაც მეტი თავისუფლება მიეცემოდა.
ლევანი
02 მარტი 2024 15:03
8
მართალია ეს კაცი ლურჯი ბარათის შემორება ეწინააღმდეგება ფეხბურთის ტრადიციებს და პრინციპებს ისედაც საკმაოდ ბევრი ცვლილებება მიიღეს ამ ბოლო ხანებში და დამატებით ლურჯი ბარათის შემოღება ზედმეტია სრულიად.
გიო9
02 მარტი 2024 14:57
1
და ასეთი კატეგორიულობა რა საჭირო იყო, ვითომ რაღაც ბუა დახატა და ებრძვის, თავისი მილიონიანი ხელფასი რომ გაამართლოს?
nika
02 მარტი 2024 13:55
8
შენნაირს უცხო რო მიადგეს და მილიონი აჩუქოს, მაინც იმას იტყვი, ალბათ მილიარდის შოვნის პონტი აქვს და მილიონს მაგიტო იმეტებს თორე ისე ამის დედაც ....-ო ხო?
:D :D
02 მარტი 2024 14:53
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული