"საკუთარი თავის აჩრდილია, ასე თამაში მიუღებელია" - იტალიელმა ჟურნალისტმა "ნაპოლის" ფეხბურთელი გააკრიტიკა

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ანტონელო პერილიომ "ნაპოლისა" და "ტორინოს" (1:1) მატჩი შეაფასა.

მისი თქმით, მოედანზე საუკეთესო ხვიჩა კვარაცხელია იყო, თუმცა პიოტრ ზელინსკის თამაში კრიტიკას ვერ უძლებს.

"ნაპოლის" ამ თამაშის მოგება ძალიან სჭირდებოდა, კვარაცხელიამ ამისთვის ყველაფერი გააკეთა და გუნდს ულიდერა, თუმცა დაცვაში უყურადღებობამ ყველაფერი შეცვალა.

ზელინსკის თამაში არადამაკმაყოფილებელია, პოლონელი საკუთარი თავის აჩრდილია. ხვიჩა ნამდვილად საუკეთესო იყო და "ტორინოს" მცველებს მუდამ პრობლემებს უქმნიდა", - განაცხადა პერილიომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 44 ქულით მე-7 ადგილზეა.

altკალცონა: კვარაცხელია განსაკუთრებულია - "ბარსელონასთან" სათამაშოდ შიშის

გარეშე უნდა გავემზავროთ

altროგორი შეფასება მიიღეს კვარაცხელიამ და საზონოვმა

altხვიჩამ ისევ გაიტანა - "ნაპოლი" "ტორინოსთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
ეგ კი არა, ოსიმენს რაში უხდიან 10
მავნე
08:33 10-03-2024
0
საერთოდ არ უნდა ათამაშო ფეხბურთელი, რომელიც გულით არ თამაშობს და მინდორზე ძროხასავით დაიზლაზნება.
Germane
04:14 10-03-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული