ტიერი ანრი: "რეალის" შემთხვევაში ეს მაგიჟებს

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა ტიერი ანრიმ CBS-ის ეთერში მადრიდის "რეალის" შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, "სამეფო კლუბში" უკვე წლებია, რაც წარმატებულ სატრანსფერო პოლიტიკას აწარმოებენ.

"იცით, "რეალის" ბოლოდროინდელი წარმატება რისი დამსახურებაა? მათ იციან, თუ რა დროს გაყიდონ ფეხბურთელები. მაგალითად, კარიმ ბენზემა, მესუთ იოზილი, სერხიო რამოსი, კრიშტიანო რონალდო, რაფაელ ვარანი ... წლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს გადაწყვეტილებები სწორი იყო.

თუმცა ყველაზე მეტად გამაკვირვა იმან, რომ კლუბმა კაზემირო გაყიდა და არა მოდრიჩი ან კროოსი, ბრაზილიელი ამ სამეულიდან ყველაზე ახალგაზრდა იყო.

რატომ მოიქცა
"რეალი" ასე? "ბლანკოსს" ბევრი ახალგაზრდა ნახევარმცველი ჰყავს: კამავინგა, ბელინგემი, ჩუამენი. კროოსი და მოდრიჩი მათ საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ, რაც სამომავლოდ შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

ფლორენტინო პერესი წლების განმავლობაში შესანიშნავ სატრანსფერო პოლიტიკას აწარმოებს. ამაზე კლუბის მიერ მოპოვებული ტიტულები მეტყველებს", - განაცხადა ანრიმ.

alt"ფეხბურთელისთვის ინგლისში თამაში ბევრად მარტივია, ვიდრე ესპანეთში" - ტიერი ანრი

alt"მინდა ვმღეროდე ლიონელ რიჩისავით..." - ტიერი ანრი

altტიერი ანრიმ ახალგაზრდა ფეხბურთელს "მკვლელი" მზერით ანიშნა, რომ სკამი გაესწორებინა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
ზუსტი 100% ანალიზია!
kesha
11 მარტი 2024 13:06
2
აქ ანრის კი არა პელე დ ამარადონა რომ გაცოცხლდეს იმათ აზრს აიჰდებენ სასაცილოდ..დიახ რეალის ლეგენდებს რამოდენიმეს ცუდად მოეწცნენ და ეს არავის მოსწონს..თუმცა ფა1ტია..დროზე გაიყიდა ვინც ანრიმ ჩამოთვალა და დააკვირდით..ყველა რეგრესშია სადაც წავიდა..ანრის გამორჩა ასევე ასენსიო..რომელიც როცა დაიმტვრა 2 თუ 3 წლის წინათ..ფორმა ვერ აღიდგინა..თუ არადა აგე ნაპოლი და ბარსა რა დღეშია..
კიეზა
11 მარტი 2024 15:35
0
როცა დაგამცირებენ და ისე გაგიშვებენ, უკვე იმ წუთიდან რეგრესი დაგეწყება! სად მშობლიურ გუნდში, რო ჩაამთავრებ საფეხბურთო კარიერას და სად კიდევ: სხვა უცხო გარემოში, უცხო გუნდში და უცხო მენტალობის მატარებელ ხალხში? მშობლიურ კედლებს სულ სხვა დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს! თქვენი არ ვიცი და მე ისევ იმ აზრზე ვარ, რო ლეგენდებს ასე არ უნდა ექცეოდნენ!
კიეზას/ ასეა- სგან
11 მარტი 2024 17:03
3
კიეზას/ასეასგან-ს.სრულად გეთანხმებით სულისკვეთებაში,მაგრამ ფეხბურთი ბიზნესია,რეალის დონეზე კი,დიდი ბიზნესი!ბიზნესი ცივი გათვლებით ხდება მომგებიანი და სენტიმენტებს ვერ იტანს.ამიტომ ექცევიან ვარსკვლავებს,ასე დაუნდობლად,დიდ კლუბებში.მთელი ჩემი არსება აპროტესტებს,ამ ყველაფერს,ალბათ არც მათთვისაა ადვილი,ასაკოვან სუპერგმირთან დაშორება,მაგრამ მაინც აკეთებენ ამას. ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვსო,იმისი არ იყოს,ფეხბურთის ბიზნესიც მოითხოვს,ახალ მსხვერპლს და ახალ ვარსკვლავებს,რომლებიც ვერ გაიზრდებიან,თუ მათი წინამორბედი არ ჩამოიშორეს.სამართლიანია ეს ყველაფერი?-რა თქმა უნდა არა!მაგრამ არც ცხოვრებაა სამართლიანი და ესეც ცხოვრების ნაწილია.
სოსო
12 მარტი 2024 09:49
1
ყველა გამოხმაურება
შინაარსით სწორს ლაპარაკობს,უბრალოდ რეალს არც ბენზემა გაუყიდია და არც რამოსი
BOSS
11 მარტი 2024 16:09
0
მარტო ფეხბურთელებს და მწვრთნელებს რომ აჯილდოებენ. პერესი ყველა დროის საუკეთესო პრეზიდენტია.მისთვის შეუძლებელი ტრანსფერი არ არსებობს, ერთადერთი მესია რომელიც გასაგები მიზეზების გამო ვერ გაიფორმა.ნახეთ რა გუნდი გააკეთა მომდევნო 10 წ. ვერავინ მოუგებს. მადრიდის ფანებს მისი სურათი უნდა ეკიდოთ.
ლაშა
11 მარტი 2024 14:54
1
რეალი თუ ფეხბურთელს უშვებს ესეიგი მან თავის რესურსი რეალში უკვე ამოწურა, ერთადერთი ვინც მოუმატა რეალიდან წასვლის შემდეგ ეს იყო რობენი, მაგრამ რობენის ადგილზე იმ დროს ვინც მოიყვანა პერესმა ეს იყო ბეილი, რომელიც ფაქტიურად შეუდარებელი იყო იმ დროს, დანარჩენი ვინც გაყიდა ან თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვა ფაქტიურად ვერც ერთმა ვეღარ აჩვენა ის დონე რასაც რეალი ითხოვს, გამონაკლისია რონალდუ, რომელმაც პირველი ორი წელი სასწაულად ითამაშა იუვეში.
მამუკა
12 მარტი 2024 00:41
0
ახალგაზრდებს არ ვგულისხმობ რომლებსაც ჯერ ფეხი არ ჰქონდათ მოკიდებული ძირითადში, იმ დროს ვერც ტეო, ვერც ოდეგოორი და ვერც ჰაკიმი ვერ გაუწევდნენ კონკურენციას თავიანთ ვიზავებს
H-ს
12 მარტი 2024 14:14
0
ტეო ერნანდესი არ დაგავიწყდეს მამუუ ))
H
12 მარტი 2024 08:19
0
მოკლედ, რეალს კარგი ვაჭრობა სცოდნია, ეტყობა სომეხი პრეზიდენტი ჰყავთ.
ზაქრო
11 მარტი 2024 13:48
15
ერთი ვიცი, რო ლეგენდებს ძალიან ცუდად და უპატივცემულოდ ექცევიან და ნამდვილად ეს არ არის მოსაწონი! ეს იგივეა მოსწავლე სკოლაში შევიდეს და იქ არცერთი მასწავლებელი არ დახვდეს! ვისგან უნდა აიღო მოსწავლემ მაგალითი და გამოცდილება? თუ საქმე საქმეზე წავა, მაშინ რეალის პრეზიდენტიც საკმაოდ გადახჩუებულია და აუცვას ასაკის გამო! ეს ანრი კი, ნუ გამოდის ექსპერტის როლში!
ასეა!
11 მარტი 2024 13:56
11
თქვენ ბრძანდებით ექსპერტი, ანრი ვინ მიგდია
11 მარტი 2024 14:21
2
ექსპერტობას ნამდვილად ვერ დავიჩემებ, უბრალოდ ვარ ფეხბურთის გულშემატკივარი! ეს არის და ეს!
ასეა!
11 მარტი 2024 14:35
4

სიახლეები პოპულარული