2021 წლის 9 თებერვალს, ჟერომ ბოატენგის მეგობარმა გოგონამ, ფოტომოდელმა კასია ლენჰარდტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოდელის მეგობრები ამაში ჟერომ ბოატენგს ადანაშაულებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ კასიას სუიციდისკენ გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა უბიძგა.
თავის მხრივ ჟერომმა განაცხადა, რომ ის და ლენჰარდტი ტრაგედიამდე დიდი ხნით ადრე დაშორდნენ და მომხდართან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.
რამდენიმე დღის წინ ბოატენგის დედამ მარტინა ბოატენგმა განაცხადა, რომ მისი შვილი მკვლელია და დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს.
"ჩემი შვილი წლების განმავლობაში ქალებზე გონებრივ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ახორციელებდა. საბოლოოდ კასია ლენჰარდტმა თავი
მოიკლა, თუმცა ჟერომს კიდევ არ სურს საკუთარ თავთან იმის აღიარება, რომ ეს მის გამო მოხდა", - განაცხადა მარტინა ბოატენგმა.
შეგახსენებთ, ბოატენგი ამჟამად "სალერნიტანას" ღირსებას იცავს.
"ბალოტელის სამი "ოქროს ბურთის" მოგება შეეძლო" - კევინ პრინს ბოატენგი
"ბაიერნმა" ჟერომ ბოატენგის შეძენა გადაიფიქრა
ბოატენგი მელისა სატას დაშორდა - პრინცის ახალი სიყვარული ბალეტის მოცეკვავე, 5-გზის ჩემპიონი კუნგ ფუში [PHOTOS]
"ხევისბერი გოჩა" კი არა "ხევის დედა ბოატენგი" კიდევ.ან სულაც "ბუატენგი".
"რელობამ" სთქო რეალობა. რატომრაც ხშირად გვინდა რომის პაპზე მეტი კათოლიე ვიყოთ.
ნამდვილად იცით რა მოტივით თქვა ქალბატონმა ბუატენგმა შვილ ბოატენგზე? ხევისბერი გახდა აბა და საზოგადო სიკეთეზე იმსჯელა პირდაპირ.