ბოატენგმა მესისთან "დაცემაზე" გააკეთა კომენტარი: წავალ და 2014 წლის მსოფლიო თასის ფინალს ვუყურებ...

AutoSharing Option
2020 წლის 6 მაისს 5 წელი შეუსრულდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, "ბარსელონასა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის გამართული შეხვედრის დროს ჟერომ ბოატენგის ცნობილ დავარდნას ლიონელ მესის წინააღმდეგ.

ძალიან ბევრმა ადამიანმა მონიშნა გერმანელი მცველი სხვადასხვა ფოტოზე, მისი გამოწვევა სცადა და გამოუვიდა კიდეც.

თუმცა ბოატენგი ამ ამბავს, ერთი მხრივ, იუმორით და მეორე მხრივ, ირონიულად მიუდგა. "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების მცველმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე მისი წაქცევის ფოტო გამოაქვეყნა და დააწერა:

"მოკლედ, ამ დღეებში სასაცილო არ მოგკლებიათ. სანამ თქვენ იცინით, მე ცოტა პოპკორნს მოვიმარაგებ და შემდეგ
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ჩავუჯდები.

უკვე შეგიძლიათ აღარ მომნიშნოთ. მეც ვიცი, რომ იმ მომენტიდან 5 წელი გავიდა."

2014 წლის მსოფლიო თასის ფინალში გერმანიის ნაკრებმა მარიო გიოტცეს ერთადერთი გოლის წყალობის არგენტინის ნაკრები დაამარცხა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბოატენგი დიდად არ მეხატება გულზე, მაგრამ ვინც ამ ამბავს იხსენებს და დასცინის მაგარი მეცინება, უკეთესებიც გაუკეთებია მესის , მაგრამ რატომღაც ყველა ამ მომენტს არის ჩაციკლული, ნეტავ რატომ?
0
Ra aris amashi dasacini armesmis. Boatengi magali donis mcvelia, didi ambavi tu mesim moatyua. Iseti mcveli gamaxsenet magis cinaamdeg rom itamasha da ar motyuebula. Van deikze yvebodnen sharshan zgaprebs ver gascda veravin da verc mesio. Ramosi van deikze arafrit araris naklebi magram mesis natanji yavs uamravjer. Nestas ra dge ayara gavixsenot, boatengze gacilebit zliet mcvels.
Milani
21:07 07-05-2020
1

სიახლეები პოპულარული