ფარისევლობა თუ გულისტკივილი - თინა კანდელაკმა აღიარა, რომ ვასილი უტკინთან დამნაშავე იყო

AutoSharing Option
ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ვასილი უტკინის გარდაცვალების გამო რუსეთში ბევრმა გამოთქვა მწუხარება და მათ შორის, "გაზპრომ-მედიას" გენერალური დირექტორის მოადგილემ, თინა კანდელაკმა. ეს გასაკვირია, რამეთუ უტკინი კანდელაკს ხშირად საჯაროდ დასცინოდა, ის კი ანალოგიურად პასუხობდა.

"ვასიასთან მე, სამწუხაროდ, ურთიერთობები არ ჩამომიყალიბდა. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი დანაშაული იყო, რადგან ისეთი არაორდინარული ადამიანის მიმართ, როგორიც ვასიაა, განსაკუთრებული ყურადღება იყო საჭირო.

არ შემიძლია არ ვაღიარო, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი სპორტული ჟურნალისტი გახლდათ, რომელსაც შევხვედრივარ. ობიექტურად. სპორტული ტელევიზია მისი მთელი ცხოვრების აზრს წარმოადგენდა. მიუხედავად ჩემ
მიმართ ყველა მისი ცუდი გამონათქვამისა, ახლა ამაზე ლაპარაკიც სისულელეა. მისი ტალანტი უდავო იყო.

გაცილებით მეტის გაკეთება უნდა მოესწრო და ძალიან სამწუხაროა, რომ მათ შორის თავისი ინდივიდუალური და ადამიანური მარტოობის გამო, ვასია ეულად დარჩა და ასე ადრე წავიდა.

მე მგონია, ეს მარტოობა მის ცხოვრებაში უფრო მცირე რომ ყოფილიყო, მაშინ მისი ცხოვრებაც, ალბათ, შეიძლებოდა უფრო სხვანაირად წარმართულიყო", - წერს თინა კანდელაკი თავის "ტელეგრამ-არხზე".

მკითხველის კომენტარები / 12 /
ეს არარაობა უტკინის გარდაცვალები დღეს მიხვდა მხოლოდ? ეს წაკლა არის გზაზე მტვერის ფასი და ზუსტად უტკინთან დაპირისპირებით უფრო ცნობადი გახდა. მარტოობა უტკინის ხვედრი იყო ცხოვრებაში, რადგან ასეთი ჭეშმარიტი სიმართლის მოყვარული ხალხი ყოველთვის მიუღებელია ფარისეველ მლიქვნელ არსებებისათვის, როგორიც არის ეს არარაობა. მას უბრალოდ მეტი სათქმელი არ აქვს და ვასილმა მიცვალებულმაც დაჩრდილა. აცხონოს ვასილ უტკინის სული იმ ქვეყანაზე. ნამდვილი პროფესიონალი მცოდნე ფეხბურთის და სიმართლის მოყვარული ადამიანი. მადლობა მას ყველაფრისათვის, ჩვენ ქართველებს ბევრი სამადლობელო გვეკუთვნის.
G.LA
20 მარტი 2024 17:25
0
თინიკო,შენ პუტინის მეხოტბეობა უფრო გირჩევნია,ვიდრე პატიოსანი ხალხის ხელშეწყობა.შენ რომ არ გაგენთავისუფლებინა ეს პატიოსანი კაცი სამსახურიდან,იქნებ არც მომკვდარიყო.მაგრამ შენც პუტინივით ავტორიტეტიანი ადმიანები გძულს.
ვენაცვალე ქართველებს,არავის არ უყვარხარ საქართველოში.
მირო
20 მარტი 2024 17:15
1
ერთდერთი თუ არა..ერთ ერთი რუსი..ვისაც პატივს ვცემდი.რადგან მართალი კაცკ და საქართველოს მეგობარი იყო..განსხვავებიგ ამ წაკლასაგან...
კიეზა
20 მარტი 2024 15:32
0
ღმერთმა ნათელში ამყოფოს.კარგი ადამიანი იყო.ქართველების მეგობარი.მე მგონი 21-ში წუთიერი დუმილი იქნება ძალიან ადეკვატური საქციელი ქართველი გულშემატკივრების.
ენძო
20 მარტი 2024 14:14
2
თუ ასეთ რამეს უეფა-ს რეგლამენტი ამ დონის თამაშებზე არ კრძალავს, ნამდვილად ღირსეული საქმე იქნება საქართველოს საფეხბურთო საზოგადოებისა და გულშემატკივრების მხრიდან!
ძველი გულშემატკივარი
20 მარტი 2024 16:05
0
ნათელში ამყოფოს მისი სული ღმერთმა. ყოველთვის კარგი განწყობა ჰქონდა საქართველოსა და ქართველ სპორტსმენთა მიმართ. კარგი მეგობარი დავკარგეთ ქართველებმა.
ჟორა გაბრიჭიძე
20 მარტი 2024 11:24
0
მე კი ვფიქრობ, რომ თინას ნამდვილად ეწყინა და ასევე გულწრფელია მისი სიტყვები!
aburjga
20 მარტი 2024 07:43
48
კაი ტიპი იყო ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რაღაცა უნდა მოვიფიქროთ ქართველებმა საკადრისი პატივი უნდა მივაგო
Mindia
20 მარტი 2024 06:58
3
გთავაზობთ დაწესდეს ვასილი უტკინის სახელობის ყოველწლიური პრიზი ან პრემია, იმ უცხოელი ჟურნალისტისათვის ვინც ფართოდ და ობიექტურად გააშუქებს ქართული ფეხბურთის საკითხებს (სტატია, რეპორტაჟი, ინტერვიუ, დოკუმენტური ფილმი და სხვა).
გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს ფეხბურთის გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად. პრიზის ან პრემიის თანხა შეიძლება მობილიზებული იქნეს გულშემატკივრების მიერ.
გარდა იმისა, რომ ეს იქნება პატივის მიგება ვ.უტკინისადმი, ასევე წაადგება ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციას.
ძველი გულშემატკივარი
20 მარტი 2024 16:24
0
დასანანია ასეთი კარგი..მრავალმხრივ განვითარებული პროფესიონალი ჟურნალისტის ადამიანის ნაადრევი გარდაცვალება..ყველაფრეთან ერთად ძალიან უყვარდა საქართველო ქართველები და განსაკუთრებით ქართული ფეხბურთი...რასაც უამრავი სიუჟეტი.. გადაცემა მიუძღვნა...დასაფასებელია ასეთი ადამიანის სიყვარული და გულთბილი ადამიანური დამოკიდებულება ..გეთანხმები სრულად რომ ჩვენი მხრიდან რაღაც გამორჩეული ფორმით დაფასდეს მისი მოღვაწეობა და სათანადო ყურადღება გამოიხატოს..ნათელი კარგი ადამიანის სულს..
ბუჯანგა
20 მარტი 2024 09:39
0
ძალიან დასანანია ვიზიარებ, ჩვენი ბავშვობის ფეხბურთის ხმა იყო ვასილი უტკინი და ის ხმა ყოველთვის დარჩება ჩვენს მოგონებებში. ამბობენ სევდიანი ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდა ეს ბოლო 10 წელი რაც ამ ქალბატონის დამსახურებით ნტვ-დან გამოუშვეს და კაცი დეპრესიაში ჩავარდა როცა ასე უცაბედად საყვარელი საქმიანობის გარეშე დატოვეს. ყველას თავისი მოეკითხება.
M-33
20 მარტი 2024 01:40
0
ალბათ, ორივე... ფარისევლობა რა გასაკვირია, ეგ თინას ცხოვრების სტილია, მაგრამ, არც გულისტკივილი მიკვირს - მშვენივრად იცის, რომ უტკინით უფრო პოპულარული იყო, ვინემ მის გარეშე იქნება...
დდდ
20 მარტი 2024 01:08
0

სიახლეები პოპულარული