მადალონის თქმით, სამხრეთ კორეელი "რეკორდმაისტერის" რიგებში თავს ბედნიერად არ გრძნობს და არაა გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში სერია A-ში დაბრუნდეს.
"ჩემი ინფორმაციით, კიმს გერმანიაში საქმეები კარგად არ მისდის. კლუბის შიგნით სერიოზული პრობლემებია, რამაც შესაძლოა, კიმ მინ ჯეს მომავალიც განსაზღვროს.
დიდი შანსია კიმი იტალიაში დაბრუნდეს", - განაცხადა მადალონიმ.
შეგახსენებთ, სამხრეთ კორეელი "ბაიერნს" გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, "ნაპოლიდან", 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
"ინტერი" "ბაიერნიდან" კიმ მინ ჯეს გადაბირებას შეეცდება
კიმ მინ ჯე შეშფოთებულია - რა მისწერა სამხრეთკორეელმა "ნაპოლის" ფეხბურთელებს?