შარიანი - ვინ არის როდრიგესი, რომელთანაც კანკავას ჩხუბი მოუვიდა?

AutoSharing Option
ალბათ, ეს სკანდალური პერსონაჟი ქართველ გულშემატკივარს კარგად დაამახსოვრდა - თბილისში საქართველოს ნაკრებთან წაგებული პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩისას ლუქსემბურგელთა 28 წლის თავდამსხმელ ჟერსონ როდრიგესს გოლი გაუუქმეს, შემდეგ კი ჯაბა კანკავასთან ჩხუბი მოუვიდა, რომელთან ერთადაც "სლოვანში" თამაშობს. ის გამომწვევად და პროვოკაციულად იქცეოდა და კუთხურის ალამს ფეხი ამოარტყა. საერთოდაც, როდრიგესი ძალიან კონფლიქტურია და შარში არაერთხელ გაეხვია.

RTL Today-ს ცნობით, კიევის "დინამოდან" "სლოვანში" განათხოვრებული როდრიგესი ყოფილ მეგობარ გოგონაზე, "მის ლუქსემბურგ 2020"-ზე, ემილი ბოლანდზე ძალადობის გამო გაასამართლეს, 18 თვით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს და 1500 ევროთი დააჯარიმეს.

Sportall.Ge

როდრიგესი
კაბო-ვერდელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა, მამის გარეშე გაიზარდა, ძირითადად ბებია ზრდიდა, შემდეგ დედასთან ერთად პორტუგალიიდან საცხოვრებლად ლუქსემბურგში გადავიდა. 14 წლის ასაკში საფეხბურთო აკადემიიდან ცუდი საქციელის გამო გარიცხეს და არასრულწლოვანთა სოციალურ-განმანათლებელ ცენტრში გაუშვეს. იქ ამაოდ ცდილობდნენ, დურგლობა ესწავლებინათ. უდავოდ ნიჭიერ ჟერსონს მუდამ კონფლიქტი ჰქონდა მწვრთნელებთან და თანაკლუბელებთან. კიევის "დინამოში" ერთ-ერთ პირველ ვარჯიშზე თანაგუნდელ ვიქტორ ბუიალსკის ეჩხუბა, ხოლო "შახტართან" მატჩისას - "დინამოს" მწვრთნელ ალეკსეი მიხაილიჩენკოს. რეჟიმის დარღვევის გამო მალე იჯარით "ანკარაგიუჯიუში" გაუშვეს, სადაც გუნდის კაპიტან ანტე კულიშიჩს ხელი გაარტყა და კიევში გააბრუნეს. თუმცა იქ დიდი ხანი არ გააჩერეს და ისევ გაანათხოვრეს. ის უკრაინელ ჩოგბურთელ ოლგა იანჩუკთან ცხოვრობდა, რომელმაც 2020 წელს ვაჟიშვილი გაუჩინა.

როდრიგესი 17 გატანილი გოლით ლუქსემბურგის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

altბუდუს დუბლით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

altსაქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ ლუქსემბურგის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი შესაძლოა, დააპატიმრონ

 

altლობჟანიძის თანაგუნდელს კაპიტნისთვის შემოლაწუნება ძვირად დაუჯდა

altკიევის "დინამოს" ფეხბურთელმა ავადმყოფობა მოიმიზეზა და ღამის ბარში წავიდა



მკითხველის კომენტარები / 8 /
ასარტყმელია ეგ ინტრიგანი მაიმუნი რაც ჯაბას გაუკეთა მაგან გასაგდები კი არა მაგარი გასაძუყნია
გიო9
19:42 03-04-2024
1
მაგარი ნაგავი ვინმეა!
ლადო
14:19 29-03-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული