"ვფიქრობ, ეს უნდა ვაღიარო" - მატერაციმ ზიდანთან ინციდენტი გაიხსენა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა მარკო მატერაციმ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზინედინ ზიდანთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა.

იტალიელის თქმით, ის ჩადენილ საქციელს ნანობს.

"ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ ამ ეპიზოდით ვამაყობ. ვაღიარებ, ეს არ უნდა მომხდარიყო.

იმ წელს, ბერლინში ძალიან დაძაბული ფინალი გამოვიდა, ზიდანმა კი თავისი მაისური შემომთავაზა, რაზეც ვუთხარი, რომ მისი და მერჩივნა. შემდეგ კი მოხდა ის, რაც მოხდა. ამ ინციდენტის შემდეგ ზიდანი აღარ მინახავს", - განაცხადა მატერაციმ.

შეგახსენებთ, აღნიშნულ ფინალში ზინედინ ზიდანი მოედნიდან გააძევეს, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი იტალიამ საფრანგეთი დაამარცხა.

alt"შენს დას

ვამჯობინებ" - მატერაციმ თქვა, რა უთხრა ზიდანს მანამდე, სანამ ფრანგი თავს დაარტყავდა

altმატერაცი: იტალიელები ჩემ გათელილ მიწას უნდა ჰკოცნიდნენ, ნაცვლად კი მაგინებდნენ

altმატერაცი: ზიდანს ვუთხარი, რომ მაისურა კი არა, მისი და მინდოდა

მკითხველის კომენტარები / 18 /
ვისაც ზიდანი არ უყვარას ისაა უბრალოდ მშიშარა ადამიანი თორემ ყველამ იცის რომ კაცურად მოიქცა მატერაცისთან
იაგო
18:50 02-04-2024
0
ზიდანი სამუდამოდ დარჩება კაცობის ეტალონად, ღირსეულად დაასრულა კარიერა
მამუკა
15:30 02-04-2024
3

სიახლეები პოპულარული