ხაცკევიჩს ვარჯიშზე ფიზიკურად გაუსწორდნენ - ქართველების ყოფილ მწვრთნელს პოლონეთში უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა

AutoSharing Option
გამოცემა Meczyki-ს ინფორმაციით, პოლონეთის მე-2 დივიზიონის ბინადარ სოსნოვეცის "ზაგლებიეს" ვარჯიშის მიმდინარეობისას, 3 აპრილს, უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.

მოულოდნელად, ვარჯიშზე დაახლოებით 30-40 ფანი გამოჩნდა. ისინი ფეხბურთელებთან სასაუბროდ მივიდნენ, თუმცა ყველაფერი მშვიდად არ დასრულებულა.

გულშემატკივრებმა კლუბის მთავარ მწვრთნელ ალექსანდრ ხაცკევიჩს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სახეში ხელი რამდენჯერმე გაარტყეს.

ფანების უკმაყოფილება კლუბის ბოლოდროინდელმა შედეგებმა გამოიწვია. სოსნოვეცის "ზაგლებიე" პოლონეთის მე-2 ლიგაში ბოლო ადგილზეა, ღრმა აუტსაიდერია და აქედანაც გავარდნა ემუქრება.

ინფორმაციისთვის, ხაცკევიჩი ვოლგოგრადის "როტორში" საბა კვირკველიას, ნიკა ყიფიანს, ზურიკო დავითაშვილსა და გიორგი არაბიძეს ავარჯიშებდა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ამხანაგი რომანი Თუ Წაიკითხავს ნეტა ამ სტატიას, საინტერესოა
დინამოელი
04 აპრილი 2024 12:44
3
ამხანაგ რომანს და ზოგადად, კლუბების ,,რომანებს", მსგავსი პრობლემა არ აქვთ. აქ, ე.წ ფანკლუბები, ჯიბეში ჰყავთ ჩადებული.
ციციკორე
05 აპრილი 2024 11:47
0
ასეთი რამ მხოლოდ რუსეთში თუ მოხდებოდა, აბა სად კიდევ?!
!
04 აპრილი 2024 13:42
40
ყველგან ხდება, კონკრეტულ შემთხვევაში პოლონეთში მოხდა კარგად წაიკითხეთ
Berg
04 აპრილი 2024 18:54
1
პოლონეთის მე-2 ლიგაო, პოლონეთისოოო...!!!სათაურის ნახევრის წაკითხვაზეც არ გყოფნის ხომ ნებისყოფა?:)):))
gurulo
04 აპრილი 2024 18:32
2
ყველა გამოხმაურება
მიქელაძე თამაშობდა როტორში, არაბიძეს რა უნდოდა??!!
ნიკი
05 აპრილი 2024 01:21
0
გიორგი არაბიძე როდის თამაშობდა როტორში?
ნიკი
05 აპრილი 2024 01:12
2

სიახლეები პოპულარული