"კონტე ნეაპოლში სახლს ეძებს, პოლიტანოსაც გაესაუბრა და ამ ორი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობასაც შეუდგა" - რა ინფორმაციას ავრცელებს იტალიელი ჟურნალისტი?

AutoSharing Option
ანტონიო კონტე, დიდი ალბათობით, "ნაპოლის" წინადადებას დათანხმდება და მომდევნო სეზონში "პარტენოპეის" გაწვრთნის. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი მასიმო სპარნიელი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კონტე პოზილიპოში უკვე სახლს ეძებს და "ნაპოლის" ფეხბურთელ მატეო პოლიტანოსაც გაესაუბრა, რათა ქალაქის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღო.

მეტიც, ანტონიო დეიან კულუშევსკის (ტოტენჰემი) და მარტინეს კუარტასაც (ფიორენტინა) დაუკავშირდა. სპარნიელის მტკიცებით, ანტონიოს ერთი სული აქვს, როდის შეუდგება საქმეს და "ნაპოლიში" მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ელოდება.

შეგახსენებთ, ბოლოს კონტე "ტოტენჰემს" წვრთნიდა, საიდანაც მას შემდეგ დაითხოვეს, რაც "საუთჰემპტონთან" მარცხის შემდეგ პრესკონფერენციაზე საკუთარ
ფეხბურთელებს "ეგოისტები" უწოდა.

alt"მსურს, ჩემი გუნდი კონტემ გაწვრთნას" - დე ლაურენტისის ქალიშვილმა "ნაპოლის" ფანს სოციალურ ქსელში უპასუხა [PHOTO]

altკონტემ დე ლაურენტისს ულტიმატუმი წაუყენა - საკითხი გადამწყვეტ ფაზაშია

alt"ბოლო 48 საათში რაღაცები შეიცვალა" - დე ლაურენტისმა კონტე მაინც დაითანხმა?

მკითხველის კომენტარები / 6 /
ხვიჩა სასწრაფოდაა წასასვლელი ნაპოლიდან.
ჭორლეონე
23:49 20-04-2024
0
კონტეს კანდიდატურა კარგია. თუ პრეზიდენტი არ ჩაერია მათ საქმეებში უფრო კარგი იქნება კლუბისთვის. მაგრამ რაღაც არა მგონია მასე მოხდეს.
გია
16:29 13-04-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული