კაკას ყოფილმა ცოლმა ფეხბურთელთან დაშორების მიზეზზე უცნაური განცხადება გააკეთა - რიკარდომ მას უპასუხა და ეს ურთულესი პერიოდი გაიხსენა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ ყოფილი მეუღლის, კაროლინა სელიკოს განცხადებას უპასუხა.

მოგეხსენებათ, სელიკომ ვეტერან ფეხბურთელთან დაშორების მიზეზზე ისაუბრა და საკმაოდ უცნაური განმარტებაც გააკეთა.

"კაკა არასდროს მიღალატებდა, ყოველთვის კარგად მექცეოდა, მშვენიერი ოჯახი მყავდა, მაგრამ მე არ ვიყავი ბედნიერი, რაღაც მაკლდა. პრობლემა ის არის, რომ ის ჩემთვის სრულყოფილი იყო", - თქვა სელიკომ. 

ამის შემდეგ Marca-მ ბრაზილიელის კომენტარი გამოაქვეყნა, რომელიც ყოფილ მეუღლესთან განშორებასა და შემდეგ შექმნილ რთულ პერიოდზე საუბრობს.

"2015 წელს მე დაქორწინებული ვიყავი და ჩემმა ცოლმა დაშორება გადაწყვიტა. მან მითხრა, მე არ
ვარ ბედნიერი და მგონია, რომ ეს შენთან ერთად ყოფნის ბრალიაო.

მე საზღვარგარეთ ვიყავი, ვცხოვრობდი აშშ-ში და მან ბრაზილიაში დაბრუნება მოისურვა. "მე ბრაზილიაში დაბრუნება და ცხოვრება და ასევე შენთან განქორწინება მსურს", - მითხრა მან.

შემდეგ მე წავიკითხე წიგნი სახელწოდებით Prova de Fogo, ეს წიგნი ძალიან მაგარია ყველასთვის, ვისაც ქორწინებაში პრობლემები აქვს.

ყველაფერი გავაკეთე, რომ დაშორება ამერიდებინა, იმიტომ, რომ ქრისტიანი ვარ და ქრისტიანი ადამიანი ყოველთვის ცდილობს, ცოლთან დაშორება აირიდოს. ამიტომ ვთქვი მე, ბოლომდე ვიბრძოლებდი, რომ ქორწინება შემენარჩუნებინა.

მან დაიჟინა, რომ მეტი აღარ შეეძლო და ბრაზილიაში დაბრუნდა, ხელი მოაწერა განქორწინების დოკუმენტებს და ჩვენ 2015 წლის დეკემბერში დავშორდით. ჩვენი ისტორია აქ დასრულდა, 2 დიდებული შვილით, ლუკათი და იზაბელათი.

მე 1 წლის განმავლობაში მარტო ვიყავი, რომ ეს სიტუაცია გადამეხარშა. ვესაუბრებოდი პასტორებს, რადგან ბიბლია ამბობს, რომ არ უნდა განქორწინდე და მე განვქორწინდი.

მაგრამ მე მესმის, რომ თუ ქრისტიანი ხარ და ღმერთს ეძებ და ცხოვრების გაგრძელება გინდა, ეს მისაღებია. თუ შენს მეუღლეს აღარ უნდა, შენ შეგიძლია თქვა, ამინ, წადი. შენ არავის უნდა აიძულო შენთან დარჩენა", - ამბობს კაკა.

ინფორმაციისთვის, სელიკო კაკას ბავშვობის სიყვარულია და მასთან 2005 წელს იქორწინა.
მკითხველის კომენტარები / 20 /
არ იდარდოთ ხალხო!ორივემ შექმნა ახალი ოჯახები და ძალიან ბედნიერები არიან,კაკას ორი შვილი ყავს მეორე მეუღლისგან,კაროლინა ახლა ელოდება!
!
24 აპრილი 2024 11:04
1
სინამდვილეში, უხარისხო სექსის ბრალია ;) მესმის ცილის :(
ლიკა
19 აპრილი 2024 21:51
10
მაღალი სტანდარტი ....
N ჯერ
18 ივნისი 2024 13:50
0
აგერ ფეხბურთელმა ხოჭოლავამ ცოლი სხვა ქალის გამო მიატოვა,ქერა გაუშვა და შავგვრემანი მოიყვანა!
.
17 აპრილი 2024 20:43
2
რამ აგაშფოთათ კაცებო??...კაცები არ გინახიათ,რომლებსაც კარგი ცოლები და შვილები მიუტივებიათ და წასულან სხვა ქალებთან??თუ კაცები ანგელოზები არიან და შარავანდედი ადგათ თავზე??!!
ქართველი ვაჟკაცი
17 აპრილი 2024 11:39
3
კაცებიც მასე არიან,"რაგინდ კარგი ცოლი ყავდეს, მაინც ურჩევნია სხვისა"!!
ლია
17 აპრილი 2024 00:09
29
კლასიკური ...ქალა.
კნოპსი
16 აპრილი 2024 22:47
3
კლასიკური ...კაცები არ გინახია??რამდენიც გინდა იმდენია!!
კნოპსი-ს
17 აპრილი 2024 12:31
2
იმ დროის საფეხბურთო სამყაროში,საუკეთესო წყვილი იყო!
გიორგი
16 აპრილი 2024 22:30
0
ეს რა შესანიშნავი ადამიანი ყოფილა! ბრავო!
aburjga
16 აპრილი 2024 21:52
0
ასეა,კაცებსაც არ უყვართ კარგი ქალები,
თავხედი,ქედმაღალი,კეკლუცი,ამაყი ქალები იზიდავთ,ყოველთვის ასეთ ქალებზე გაურბით თვალი!!თავმდაბალ,კეთილ,კარგ ქალებს ადვილად ჩაგრავენ კაცები და არ უნდათ ასეთი ქალები,უინტერესოა მათთვის
!!
16 აპრილი 2024 21:25
21
გასაღები ამ სიტყვებშია "ის ყოველთვის კარგად იქცეოდა"
როცა ქალმა ყოველთვის იცის სად ხარ,რას აკეთებ.
როცა კარგი მეოჯახე ხარ და ყოველთვის შენში დარწმუნებულია-რაღაცნაერად მერე მოცემულობად იღებენ.
მერე რაც "აქვთ" იმის მაგიერ იმაზე ოცნებობენ "რაც" არ აქვთ.
სამწუხაროდ ასეა.
მნიშვნელობა აქვს როგორიამშობლებმა აღზარდეს ეს ქალი.
ბევრ რამეს აქვს მნიშვნელობა.
ცოტა შენი დეფიციტი უნდა იყოს,ბალანსი არ უნდა დაკარგო.ეგაა სულ
Levani
16 აპრილი 2024 20:32
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული