"შედეგზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, მატჩის მიმდინარეობის შეცვლა ვერ მოვახერხე. თითქოს, ფეხბურთელებს მოგება არ სურდათ. "ემპოლიმ" გამარჯვება ნამდვილად დაიმსახურა.
ჩვენი მოვალეობაა, რომ დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმუმი გავიღოთ. კვირიდან-კვირამდე თავდაუზოგავად ვვარჯიშობთ, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას შეცდომებს ვუშვებთ, რაც უფრო მენტალური ხასიათის პრობლემაა", - განაცხადა კალცონამ.
"ნაპოლი" 49 ქულით მერვე ადგილზეა და 28 აპრილს "რომას" უმასპინძლებს.
უმწეო "ნაპოლი" "ემპოლისთან" დამარცხდა [VIDEO]
ჩვენ გარკვეულწილად აქედან ვაკომპენსირებდით ლაურენტისას ბნელ ზემოქმედებას გუნდზე, ღმერთს ვთხოვდით ხვიჩას და ნაპოლის გამო, ახლა კი ამ უტვინო განცხადებების მერე, გაიკრას შუბლზე ხვიჩამაც და მთელმა საქართველოს ნაკრებმა ევროკავდირის დროშა და ილოცოს მასზე