"თითქოს ფეხბურთელებს მატჩის მოგება არ უნდოდათ" - რა თქვა კალცონამ "ემპოლისთან" მარცხის შემდეგ?

AutoSharing Option
სერია A-ს 33-ე ტურში "ნაპოლი" "ემპოლისთან" გასვლაზე 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"შედეგზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, მატჩის მიმდინარეობის შეცვლა ვერ მოვახერხე. თითქოს, ფეხბურთელებს მოგება არ სურდათ. "ემპოლიმ" გამარჯვება ნამდვილად დაიმსახურა.

ჩვენი მოვალეობაა, რომ დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმუმი გავიღოთ. კვირიდან-კვირამდე თავდაუზოგავად ვვარჯიშობთ, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას შეცდომებს ვუშვებთ, რაც უფრო მენტალური ხასიათის პრობლემაა", - განაცხადა კალცონამ.

"ნაპოლი" 49 ქულით მერვე ადგილზეა და 28 აპრილს "რომას" უმასპინძლებს.

altუმწეო "ნაპოლი" "ემპოლისთან" დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
შენი ბრალი კი არ არის, კალცონა, ლაურენტისას დამსახურებაა რაც გუნდში ხდება, მაგ წუწურაქი კაცის, მართლა ეზარებათ ფეხბურთელებს თამაში
ჩვენ გარკვეულწილად აქედან ვაკომპენსირებდით ლაურენტისას ბნელ ზემოქმედებას გუნდზე, ღმერთს ვთხოვდით ხვიჩას და ნაპოლის გამო, ახლა კი ამ უტვინო განცხადებების მერე, გაიკრას შუბლზე ხვიჩამაც და მთელმა საქართველოს ნაკრებმა ევროკავდირის დროშა და ილოცოს მასზე
ხათუნა
23 აპრილი 2024 11:43
5
იტალიელებს მაგრად ევასებათ ყომარი. დიდი პატარა მოხუცებული ყველა ყომარობს
იმერელი
21 აპრილი 2024 20:55
2
კაი კუშებს ხსნიან ბიჭები ტოტალიზატორებში.ჩვენ ვაგებთ როცა მათ მოგებაზე,გოლის გატანაზე ვდებთ და ამ დროს ბალერინებივით დანარნარებენ მინდორზე.ხვიჩას ასისტზე ან გოლზე უკვე კაი დიდი ფული მაქ წაგებული.ხვიჩა გაიღვიძე.სირცხვილია უკვე
გულშემატკივარი
21 აპრილი 2024 19:30
13
კუშებს რომ დასდევ და მხოლოდ მაგ პრიზმაში რომ უყურებ ფეხბურთს, არაფერი გულშემატკივარი არ ხარ შენ და ნუღა იბრალებ.
Lado t
21 აპრილი 2024 20:05
3
ყომარობენ, ყომარობენ, გიხაროდენ, გიხაროდენ!
Gio
21 აპრილი 2024 15:15
7
ლავრენტის სიძუნწემ დაშალა ჩემპიონი გუნდი. იმის ნაცვლად, რომ გუნდი გაეძლიერებია გაუშვა მწვრთნელი და გუნდის ტვინი ცენტრალური მცველი. არ შეიძინა 2-3 ძლიერი ფეხბურთელი და გუნდი დატოვა ერთი საეჭვო სიძლიერის მეკარის ამარა.
ჟორა
21 აპრილი 2024 13:21
5
ყველაზე ცუდია მევრთნელების ხშირი ცვლა, რაც კლუბის არასტაბილურობას უწყობს ხელს!
ლაშა
21 აპრილი 2024 12:09
0
მწვრთნელების ხშირი ცვლა, გუნდის გადაწყობებს და ჩამოყალიბებას ვერ ასწრებს. თან მწვრთნელებსაც გააჩნიათ.
გულშემატკივარი
21 აპრილი 2024 14:54
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული