რუსული ფული უნგრულ კლუბში - "გაზპრომი" "ფერენცვაროშის" სპონსორი ხდება

AutoSharing Option
უნგრული Blikk ავრცელებს ინფორმაციას, რომ დიდი ალბათობით, რუსული კომპანია "გაზპრომი" მალე "ფერენცვაროშის" ერთ-ერთი სპონსორი გახდება.

ამ კონტრაქტის წყალობით, ბუდაპეშტური კლუბი წელიწადში ბიუჯეტის გაზრდას 50 მილიონ ევრომდე შეძლებს.

ამ ეტაპზე "გაზპრომი" სერბული "ცრვენა ზვეზდას" სპონსორიც გახლავთ. ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელი "შალკესა" და UEFA-ს ერთ-ერთი დამფინანსებელიც გახლდათ, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, კონტრაქტები შეწყდა. 

უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ამბის გავრცელების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ "გაზპრომი" ევროკავშირის დასანქცირებულთა სიაში არ არის, ამიტომ რაც მეტი მსხვილი საერთაშორისო კომპანია
განახორციელებს ინვესტირებას უნგრულ სპორტში, მით უკეთესი იქნება.

ვიქტორ ორბანის მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური და სპორტული ურთიერთობების შენარჩუნება სურს. აპრილის შუა რიცხვებში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ თქვა, რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა იყოს "მკაფიოდ გამიჯნული" და რომ რუს სპორტსმენებს პარიზის ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება უნდა მიეცეთ.

"ფერენცვაროშში" მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. უნგრული პრესა ახალი სპონსორის გამოცხადებას რამდენიმე კვირაში ელის.

ამ სეზონში "ფერენცვაროშმა", რომელიც უნგრეთის ყველაზე წარმატებული საფეხბურთო კლუბია, ზედიზედ მეექვსედ მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი, ეს 35-ედ გააკეთა და რეკორდი დაამყარა.

გუნდი ამ სეზონში კონფერენს ლიგის ჯგუფიდან მოხვდა, მაგრამ მეოთხედფინალში პირეოსის "ოლიმპიაკოსმა" გამოაგდო.
მკითხველის კომენტარები / 29 /
ჩამორჩენილი კრემლებოტების საყურადღებოდ!
მე თუ ივანიშვილოვი არ მომწონს, ეს არ ნიშნავს, რომ სააკიანის თაყვანისმცემელი ვარ.
რეალობა
24 აპრილი 2024 17:18
17
კრემლებოტმა "დაშა"-მ პასუხი მომწერა. საწყალი კრემლებოტი ვერც კი მიხვდება, რომ ყველაფერი დაადასტურა, რაც მე მის შესახებ დავწერე.
რეალობა
24 აპრილი 2024 16:56
16
რამდენიხართ მიხოს ძუკნები? კაბაჩაული რომ გარბოდით ნაცები ომიდან დაივიწყეთ
რეალობა-ს
24 აპრილი 2024 20:44
12
კრემლებოტო დაშა! შენ ვის უნდა უშველო? საცოდავო, ისე გიჭირს, რომ 15 მანეთის მიღების იმედით ზიხარ სპორტულ ფორუმზე და მეტოდიჩკიდან გადმოწერილ რუსულ სიცრუეს ავრცელებ. თან სპორტი საერთოდ არ გაინტერესებს.
კრემლებოტ დაშას
24 აპრილი 2024 19:21
9
ყველა გამოხმაურება
წინა კომენტარის ავტორი ("დაშა") არის ივანიშვილოვის კრემლებოტი.
კრემლებოტების ბოტოფერმასაც Газпром-ი აფინანსებს.
რეალობა
24 აპრილი 2024 15:40
23
ლაშას და ოდალას! თუ მართლა ესე მოგწონთ ეს რუსეთი და სსრკ, რატომ არ მიდიხართ? სსრკ არის ჩათვალეთ რუსეთში წადით რა თავი დაგვანებეთ
სიმართლე
24 აპრილი 2024 23:51
6
ლაშა, ეს ზომბები მაგდენს ვერ იგებენ. დაამონეს, დააქლიავეს და ეს ყველაფერი თავისუფლებად შეასაღეს. ამათაც უხარიათ.
odala
24 აპრილი 2024 16:46
11
ყველა გამოხმაურება
და რა მერე?! ნეტა დინამოს სპოსორი იყოს ან ტორპედო ქუთაისის ან თუნდაც ფოთის კოლხეთის და ჩადოს ბლომად ფული!
ლაშა
24 აპრილი 2024 15:15
21
ტიპს ჟორა-გიორგი ჰქვია და ანტირუსად გვევლინება :)) დავიდ-დოდიკა დაირქვი არ გინდა? ჟენია უფრო მოგიხდება :)
odala
24 აპრილი 2024 19:38
5
კრემლებოტო დაშა! ბურიატ-მონღოლები და ბაშკორტოსტანელები რუსეთში მოიკითხე. მაგალითად, პუტინი უდმურტოსტანელია და მისი ალინა კაბაევა თათარკაა უზბეკეთში დაბადებული.
კრემლებოტ დაშას
24 აპრილი 2024 19:26
7
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული