გასვლაზე 2:1 მოგების შემდეგ ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს სამივე ქართველი - გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში დააყენა (მხოლოდ კანკავა შეცვალა 90+2-ე წუთზე). სტუმრებმა პირველ ტაიმში ორი უპასუხო გოლი გაიტანეს, შესვენების შემდეგ დე მარკომ ანგარიში შეამცირა და ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, მაგრამ ბოლოს ბუდაპეშტურმა გუნდმა კიდევ ორჯერ დალაშქრა მასპინძელთა კარი და მესამე რაუნდში გავიდა.
„სლოვანი“ ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას, სადაც პირეოსის „ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდება, რომელიც ჰაიფის "მაკაბისთან" დამარცხდა (0:4, 1:1). პირველი შეხვედრა მეტოქის მოედანზე გაიმართება.
ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“. 21 500 მაყურებელი
სლოვანი - ფერენცვაროში 1:4
გოლები: 0:1 ბოლი (20), 0:2 ზახარიასენი (31), 1:2 დე მარკო (70), 1:3 ტრორე (89), 1:4 ლაიდუნი (90+5)