რანგნიკი ამჟამად ავსტრიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია და როგორც რომანო ირწმუნება, მიუნხენურ კლუბს ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციისთვის კომპენსაციის სახით 2-3 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
რალფი "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტს 2+1 სისტემით გააფორმებს.
შეგახსენებთ, რანგნიკი სხვადასხვა დროს "შალკეს", "შტუტგარტს", "ჰოფენჰაიმს", "ჰანოვერს", "ლაიფციგსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" წვრთნიდა.