"ხავი, გთხოვთ, დარჩი" - ასე დასცინეს "ჟირონას" ფანებმა "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 4 მაისს, ლა ლიგის 34-ე ტურში "ჟირონამ" "ბარსელონას" უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. "ბლაუგრანას" დამარცხებით კი "რეალი" ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული ოფიციალურად გახდა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, "ჟირონას" ფანები "ბლაუგრანას" მთავარ მწვრთნელს, ხავის უმღეროდნენ.

"ხავი, გთხოვთ, დარჩი".

შეგახსენებთ, იანვრის თვეში ხავიმ განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებდა, თუმცა აპრილში საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა და კატალონიური კლუბის დატოვება გადაიფიქრა.

altხავი: "ჟირონას" გამარჯვებას, "რეალს" კი გაჩემპიონებას ვულოცავ

alt"ბარსელონა" "ჟირონასთან" დამარცხდა - "რეალი" ვადამდე გახდა ჩემპიონი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
არა და კატალონიაშია ეს ცხიმონა!!
ჟირინოვსკი
08 მაისი 2024 08:45
0
საქმე ისაა,რომ დასაცინად არ უნდა გაიხადო საქმე.სამარვხვინოა უკვე ჩავის მწვრთნელობა. ბარსა იქცა საშუალო დონის გუნდად.
ოთო
06 მაისი 2024 16:37
1
ბარსას ეს თამაში არ უნდა წაეგო, შავი (როგორც უწოდებენ და უმღერიან კატალონიელები ჩავის (ხავის:D)) მგონი მართლა უნდა წავიდეს, მნიშვნელოვან თამაშებში ბარსამ ვერ აჩვენა ხასიათი, ღირს კიდევ ერთი ცდა?
სიმენონი
06 მაისი 2024 00:17
0
კატალონიური ოქსიტანო-რომანული ჯგუფში შედის ანუ ოქსიტანურ ენას ენათესავება (გასკონური, პროვანსული და ა.შ.) ესპანურზე ახლოს არის პორტუგალიურთანაც კი. კასტილიურის გავლენა დიდია, როგორც ლექსიკაზე, ასევე გამოთქმაზე, შესაძლოა კატალონიაშიც ესპანურის გავლენით გამოთქვამენ "ჩავი"-ს, მაგრამ ძირითადად გამოითქმება შავი. ზუსტად იგივენაირად მაგალითად, როგორც პორტუგალიურში (გაგახსენებთ ფეხბურთელ აბელ შავიერს, ვისაც გახსოვთ).

აქვე იუთუბის ლინკი: https://youtu.be/TlACDMO_RhM?si=a3rIRxt3NnIOE_X_
სიმენონი
06 მაისი 2024 11:36
0
არ არის სწორი, კატალონიურადაც "ჩავი" არის და არა "შავი". "დარჩი'საც" იგივენაირად ამბობენ, ანუ "კედატე", მახვილით პირველ "ე"-ზე. X კატალონიურში მხოლოდ მაშინ იკითხება "შ"-დ, თუ წინ მუნჯი "i" აქვს. და საერთოდაც, ცოტა გამოთქმას თუ არ ჩავთვლით, კატალონიური იმაზე მეტად გავს კასტილიურს, ვიდრე კახური დიალექტი გურულს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე! და კიდევ: ჩავი მამით სულაც არ არის კატალონიელი, ანდალუზიელი (ჰ)ერნანდეს'ია, ანუ სამხრეთელი "შავი", "ჩარნეგო" ესპანელი.
გიო
06 მაისი 2024 01:57
2
ყველას ვულოცავ აღდგომას! ძალიან დიდი ქაჯობაა! არავის უნდა არ უნდა აკადრო, მითუმეტეს შენი ქვეყანა ასე ასახელა. ისეთივეა ყიფიანისთვის დაეცინათ, არ ვიკადრებდით. 1977 წლიდან სტადიონზე ვიყავი, როგორც გულშემატკივარი, მაგრამ უპატივცემულობა არ მინახია. საუკეთესოები ვართ როგორც მასპინძლობაში, ისევე გულშემატკივრობაში! გაუმარჯოს ერთიან საქართველოს!!! ენა, მამული, სარწმუნოება!!!
გიორგი
05 მაისი 2024 13:37
10
ეგ ზღაპრები ბარსას ფანებს მოუყევი
ზურა
05 მაისი 2024 13:51
8
დინამოს ექიმი ...
aisi
05 მაისი 2024 13:11
3
ხავის ეყო ვაჟკაცობა,ჟირონას მიულოცა გამარჯვებაც და კარგი თამაშიც.დაცინვა არავისთვისაა კარგი,რადგან ნუ დასცინი სხვასაო,გადაგხდება თავსაო,მუდამ ძალაშია და არც ღირსებას გმატებს.ეს,ქართველ კომენტატორებსაც შეეხებათ,ზოგჯერ ძალიან უტაქტოდ რომ მოიხსენიებენ თუნდაც ძალიან სუსტ მეტოქეს.სხვისი დამცირება, მას კი არა,შენ გაკლებს ღირსებას და დამცირებულს,სამაგიეროს გადახდის სურვილს უჩენს.
სოსო
05 მაისი 2024 12:37
3
ზურა,გადახედე და ერთგან მაინც მოძებნე,სადაც რეალს უპატივცემულოდ მოვიხსენიებ,ღლიცინზე ლაპარაკიც ზედმეტია.კონკრეტულად მე რომ მომმართავ,კონკრეტულად მე თუ შემეშალა,ის უნდა მისაყვედურო.ადამიანს,მის ღირსებას,პატივი უნდა სცე,სანამ საპირისპიროს არ დაიმსახურებს.დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია და არ მინდა ვინმეს ცუდად მივმართო.გილოცავ დღევანდელ დღეს.ქრისტე აღსდგა!მშვიდობა,სიკეთე,სიხარული,სიყვარული,ერთიანობა ჩვენ ქვეყანას,ჩვენ ოჯახებს და ჩვენ სულებს.
სოსო
05 მაისი 2024 15:24
2
ეგ ვაჟკაცობა კიარა მიღებული ეტიკეტია, მეტი არაფერი

რაც შეეხება ნუ დასცინი სხვასა და გადაგხდება თავსაო რო იძახი, ბევრს კი ღლიცინებდით რეალზე მაგრამ არ გადაგხდათ თავს :):):)
ზურა
05 მაისი 2024 13:53
10
რა ხშირია ერთმანეთის დაცინვა და გინება! როგორც ჩანს არც თუ ისე ცუდები ვართ ქართველები...
Zviads
05 მაისი 2024 12:30
1
რეალის გულშემატკივრებიც ვუერთდებით მოთხოვნას
nika
05 მაისი 2024 12:22
1
ზურას.შედეგი არა,ზურა.დაძაბულობა დავუწუნე.ფეხბურთის ნამდვილ გულშემატკივარს,დაძაბული,მაღალი კლასის მატჩის ნახვა ურჩევნია,ცალკარას თამაშს.მე ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და არა რომელიმე კონკრეტული გუნდის,თუ რა თქმა უნდა რომელიმე ქართველის გუნდი არ თამაშობს.ასე რომ ვერავინ მათქმევინებს აუგს,რეალზე და ვერც სხვა ლამაზად მოთამაშე გუნდზე.კარგი ფეხბურთი,ერთი გუნდის შესრულებით ვერ გამოდის.შეიძლება სხვისი თამაში ძალიან მოგწონდეს,მაგრამ ფანი,მხოლოდ შენი ქვეყნის გუნდისა უნდა იყო.
სოსო
05 მაისი 2024 15:38
2
სოსო, ბოლო ელ კლასიკოებს რა დაუწუნე? შედეგი? :):):)
ზურა
05 მაისი 2024 13:56
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული