"რეალი" ფინალში იღბლის ხარჯზე გავიდა? ვინც ასე თვლის, მინდა ვუთხრა, რომ..." - ტიერი ანრი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში "რეალმა" "ბაიერნი" 2:1 დაამარცხა და ტურნირის ფინალში ითამაშებს.

ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა ტიერი ანრიმ აღნიშნული შეხვედრა შეაფასა.

"ხალხი ამბობს, რომ ეს იღბალია? არანაირი იღბალი არ არსებობს, ეს მადრიდის "რეალია" - წერტილი", - განაცხადა ტიერი ანრიმ.

შეგახსენებთ, "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "დორტმუნდს" დაუპირისპირდება. მატჩი 1-ელ ივნისს, "უემბლიზე" გაიმართება.

alt"მსაჯის უსამართლო გადაწყვეტილება? ასეთები აქ, მადრიდში, ხშირად ხდება" - თომას მიულერი

altჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: ხოსელუს დუბლით "რეალმა" "ბაიერნს" საოცარი მატჩი შემოუტრიალა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 17 /
რეალის გულშემატკივარი არ ვარ,მაგრამ ვაფასებ და პატივს ვცემ და ვთვლი,რომ საუკეთესოდ აწყობილი მენეჯმენტი და სისტემა აქვს.შესანიშნავი შემადგენლობა ,შესანიშნავი მწვრთნელით და შესაბამისი შედეგებით.რაც შეეხება კონკრეტულ თამაშს,---რეალი უკეთესი იყო და უფრო მეტად იმსახურებდა გამარჯვებას.ვიღაც წერდა ვინისიუსმა უხეიროდ დაარტყაო.უხეიროდ კიარა ,მიწიდან ასხლეტილი ბურთი ძალიან რთული მოსაგერიებელია მეკარისთვის.ყველაზე სწორი გამოსავალია,რომ არ უნდა დაარტყმევინო .თამაშგარეს შესახებ კი ვიტყოდი,რომ როცა ფეხბურთელი აშკარა "ოფსაიდში" ღებულობს ბურთს ,გვერითმა მყისიერად უნდა აწიოს ალამი,რამეთუ ფაზის დამთავრებას თუ დაელოდა ამ დროს შეიძლება ძვლების მტვრევაც მოხდეს და ფეხბურთელებმა ტრავმებიც მიიღონ .ფაზის დამთავრებას კი უნდა დაელოდოს მაშინ, როცა თამაშგარე არც თუ ისე მკაფიოდ იკითხება.ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე უნდა მოქცეულიყო და სალაპარაკოც აღარაფერი იქნებოდა,რეალი მაინც გავიდოდა.
ამბაკო
10 მაისი 2024 09:24
0
ანრის რომ რეალი ეზიზღება ახალი ამბავი არ არის, მაგრამ რესპექტი ამ პოსტში, ობიექტური შეფასება გააკეთა. ამას იღბალი არ ჰქვია, ეს არის კლასი. ტუხელმა წააგო ეს თამაში, მწვრთნელმაც და მთლიანად გუნდმაც დაიწყეს ფიქრი ანგარიშის შენარჩუნებაზე როგორც კი გოლი გაიტანეს, ბოხუმთან და კიოლნთან ვერ ინარჩუნებენ ანგარიშს და ბერნაბეუზე მოინდომეს ანგარიშის შენარჩუნება))))
მამუკა
09 მაისი 2024 22:47
2
მსაჯი ვალდებული იყო,არ ჩათვლილი გოლი,ბოლო წუთზე,ვარზე შეემოწმებინა.ნამდვილად არ ვიცი,იყო თუ არა წესების დაცვით გატანილი,მაგრამ როცა ამოწმებ,ეჭვებიც ქრება,ასე კი,მუდამ საეჭვოდ დარჩება,რეალის გამარჯვების სამართლიანობა.
სოსო
09 მაისი 2024 16:45
7
მამუკა,კარგი ბატონო,ვთქვათ არ მესმის ფეხბურთი,მაგრამ სასტვენის მიზეზი,გვერდითი მსაჯის მიერ აწეული ალამი იყო და არავინ იცის,როგორ განვითარდებოდა მოვლენები,თამაში რომ არ შეეჩერებინა.ძალიან ხშირად,2-3 მეტრიან თამაშგარეებზეც კი არ აჩერებენ თამაშს და აცდიან, ეპიზოდის ჩამთავრებას.აქ კი რა გამოვიდა?ძალით ააგორეს სკანდალი.ყურადღება მიაქციე,ჩემ პოსტში,ვამბობ,არ ვიცი,წესების დაცვით გავიდა თუ არა,ეს გოლი მეთქი.მაშინ დადებული არ იყო,ის ფიქსირებული სურათი და არც მე დამიწყია მტკიცება,ასე კი არა,ისეაო.მაგ სურათიდანაც გამოდის,რომ თამაშგარე არ ყოფილა და ესე იგი,მსაჯებმა არასწორად განსაჯეს.სკანდალი უკვე სახეზეა და რას მერჩი?ალბათ რეალის გულშემატკივარი ხარ და ამიტომ არ მოგეწონა?არ ვარ,რეალის განსაკუთრებული გულშემატკივარი,მაგრამ გიჟი და სულელი უნდა ვიყო,რეალის ფეხბურთი და თამაშის სტილი რომ არ მომწონდეს.ძალიან მაგრები არიან და სავარაუდოდ,თამაში თუ არ შეჩერდებოდა და გოლი გავიდოდა,დამატებულ დროში,თავდასხმის გარეშე დარჩენილ ბავარიას,ალბათ მაინც დაამარცხებდნენ,მაგრამ ეს ყველაფერი,უკვე ჰიპოთეზებია.ფაქტად კი,ეს სკანდალი დაგვრჩა და ბაიერნს,სრული უფლება აქვს,თავი დაჩაგრულად ჩათვალოს.არა და ამის თავიდან აცილება,თავისუფლად შეიძლებოდა.ობიექტურობისათვის,იმასაც დავამატებ,რომ ბავარიამაც ძალიან კარგად ითამაშა და მთლიანობაში,ძალიან მაგარი,მაღალი კლასის ნახევარფინალი გამოვიდა.დღევანდელი ბავარიისაგან,ასე ჭადრაკივით ფეხბურთის თამაში,საკმაოდ მოულოდნელი იყო.
სოსო
10 მაისი 2024 10:40
0
არ გესმის ფეხბურთი და ძნელია ადამიანმა საპირისპიროში დაგაჯეროს, თამაში გააჩერა მსაჯმა და რა უნდა გადაემოწმებინა სასტვენის შემდეგ გატანილი გოლი? რეალმა ჩემპიონატში 2:2 რომ ითამაშა ვალენსიასთან ხო გახსოვს, ბრაჰიმმა რომ ჩააწოდა და ბელინგემმა გაიტანა ბოლო წუთზე,ბურთი ჰაერში რომ იყო და მსაჯმა ჩასტვინა და თამაში დაამთავრა არც მაშინ არ გადამოწმდა ის გოლი იმიტომ რომ სასტვენის შემდეგ გავიდა, კალათბურთი რომ ყოფილიყო ჩაითვლებოდა)))))
მამუკა
09 მაისი 2024 21:02
0
ყველა გამოხმაურება
ეს ის ზეწოლაა რომელსაც რეალს ბერნაბეუზე რო ეთამაშები განიცდი. ნოიერს სხვა გუნდთან სხვა მოედანზე ესეთი ბურთი 100 ერთსიც არ აუთამაშდებოდა. მაშინ ნოიერი არ იქნებოდა.
გიორგი
09 მაისი 2024 15:17
3
ვინც რა უნდა თქვას. ძლიერს უმართლებსო. რა ლოგიკით უნდა გასულიყო ბავარია, გუნდის შემადგენლობით თუ ამ სეზონის თამაშის დონით, რითი არის მეტი რეალზე?
G.LA
09 მაისი 2024 14:48
7
ეს ანრი რაღაც ძალიან ხომ არ ულოკავს, ერთ ადგილებს ამ რეალს?
ვახო
09 მაისი 2024 13:27
28
რაც მთავარია ლამაზი ფეხბურთი ვნახეთ.პირადად მე სიტის ფეხბურთის ყურებით ვიღლები.გაუთავებული ბურთის გორაობით.გუშინ ვინისიუსმა მაღალი კლასი აჩვენა როგორსაც ჩვენი კვარა შარშანწინ აჩვენებდა.
ასეა ეს
09 მაისი 2024 11:49
5
ხო და რეალის ჟოპასტენკას უგულშემატკივრე
გიო
09 მაისი 2024 13:25
23
რა გესმის შენ ტიტი ფეხბურთი)))რეალზე დაბოღმილ ფანებს უნდა დაუჯერო-გაუმართლა,მსაჯი დაეხმარა და ასე შემდეგ)))
BOSS
09 მაისი 2024 11:48
5
რეალს დღეს საუკეთესო შემადგენლობა ყავს.
ყველა ლოგიკით ბაიერნი უნდა გამოეგდო და ასეც მოხდა.
მე იმას ვფიქრობ მბაპეს რომ დაიმატებს და კაი 5 სეზონი ინტრიგას მოკლავს :)
d
09 მაისი 2024 11:21
3
ეს ანრი, მეორე ხუხაშვილია! დიდიიიი ექსპერტეეეეებიიიიი!
ფხიიიი.
09 მაისი 2024 11:10
21
თქვენ, ბატონო პოლიტიკა -ეკონომიკაში ხუხაშვილზე
და
ფეხბურთში, ანრიზე "მაგარი" ექსპარტი ხართ ?!
ალბათ, მეტი ისწავლეთ, იცხოვრეთ, ფეხბურთიც ითამაშე ... მეტი გინახავთ და გამოგიცდიათ!
ჰოდა, ძრწოდეთ "ანრი - ხუხაშვილნო" ! :)
:)))))))
09 მაისი 2024 12:08
2

სიახლეები პოპულარული