"ბაიერნმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

AutoSharing Option
"ბაიერნმა" ალექსანდარ პავლოვიჩს კონტრაქტი გაუხანგრძლივა, მხარეებმა ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს.

გერმანელმა ნახევარმცველმა "რეკორდმაისტერთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, 20 წლის ფეხბურთელს "ბუნდესნაკრების" მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ევრო 2024-ზე სათამაშოდ უხმო, თუმცა ტრავმის გამო პავლოვიჩი ევროპირველობას გამოტოვებს.

გასულ სეზონში პავლოვიჩმა "ბაიერნის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 19 მატჩი გამართა, თავი კი 2 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული