კარპინას შემდეგ გუბერნიევიც - საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ზე მხარდაჭერა კიდევ ერთმა ცნობილმა რუსმა ადამიანმა გამოუცხადა

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა სპორტულმა კომენტატორმა დიმიტრი გუბერნიევმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებს უქომაგებს.

"ევრო 2024-ზე ჩემი ფავორიტები მეყოლება. მე საქართველოსა და სერბეთს ვუგულშემატკივრებ.

მინდა, რომ მათ წარმატებები ვუსურვო. ამ ნაკრებების კარგ ასპარეზობას ტაშით შევხვდები", - ციტირებს გუბერნიევს sovsport.

შეხსენებისთვის, რამდენიმე კვირის წინ რუსეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვალერი კარპინის მეუღლე დარია კარპინამ განაცხადა, რომ ევრო 2024-ზე საქართველოსა და გერმანიას უქომაგებს.

alt"ევრო 2024-ზე საქართველოსა და გერმანიას ვუქომაგებ" - რუსეთის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელის მეუღლემ სოციალურ ქსელში თავის ფავორიტებზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 31 /
ძალიანაც კარგი ვინც საქართველოს უქომაგებს რუსი იქნბა თუ პაკისტანელი ყველას გაუმარჯოს რა მნიშვნელობა აქვს ვინ საიდან იქნება მთავარია საქართველოს უგულშემატკივროს.მთავარია საქართველო საქართველო და კვლავ საქართველო.ზოგზოგიერთი დემაგოგიას მოეშვით.ნუ წაიღეთ ტვინი თქვენი ვითომ პოლიტიკოსობით.
ქომაგი
15:28 01-06-2024
22
ვისაც ჩვენი ნაკრების ფა სამშობლოს წარმატება სურს ყველას მადლობა !!!’ წარმატება ჩვენ ბიჭებს და ჩვენ სამშობლოს
გიორგი
20:19 01-06-2024
1

სიახლეები პოპულარული