32 წლის რუს მეკარეს, ანდრეი ლუნევს, კონტრაქტი დაუსრულდა და "ყარაბაღი" დატოვა, - იტყობინება Azerisport-ი.
ლუნევმა განაცხადა, რომ გუნდის დატოვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ოჯახური გარემოებები იყო და შეიძლება კარიერა "სპარტაკში" გააგრძელოს. ლუნევი "ყარაბაღში" 2023 წლის ზაფხულში "ბაიერიდან" გადავიდა, Transfermarkt-ის მიხედვით კი, მისი ფასი 1 მილიონი ევროა.
ლუნევის "ყარაბაღში" მისვლის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა ლუკა გუგეშაშვილმა.