საქართველოს ნაკრების მეკარე ბერძნულ გუნდში გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 25 წლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს.

გუგეშაშვილს "ყარაბაღში" თამაში იშვიათად უწევდა, აზერბაიჯანული კლუბი დატოვა და "პანსერაიკოსთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ქალაქ სერეს კლუბის საიტი იტყობინება, რომ ტანმაღალი მეკარე (სიმაღლე 196 სმ) გუნდს ამ დღეებში შეუერთდება.

"პანსერაიკოსმა" გასულ სეზონში ქვეყნის ჩემპიონატზე მეცხრე ადგილი დაიკავა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ოოუუფფ!!! წამოკრეს ხელი ყარაბახს, როგორ ჯობია საბერძნეთის ჩემპიონატის მე-9 ადგილოსანი გუნდი, რომლის სახელიც უმეტესობამ ამ სტატიიდან გაიგო [მ.შ. მეც] ყარაბახს, რომელიც სისტემატურად მონაწილეობს ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე, ერთი ყარაბახის შემადგენლობა ნახეთ და უბრალოდ ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები შეადარეთ იმ ბერძნული კლუბის ფეხბურთელების ფასებს და ნახავთ ვინ ვინ არის.ასე რომ გუგეშამ უბრალოდ წააგო კონკურენცია და გაცლა ამჯობინა,თანაც გამოიყენა ევროზე ჩვენი ნაკრების გამოსვლის ეფექტი და სწორი ნაბიჯიც გადადგა....წარმატებები გიორგის ყველა შემთხვევაშიიი..
SOSO
10:24 10-07-2024
3
ღმერთმა ხელი მოუმართოს ნიჭიერ და შრომისმოყვარე ახალგაზრდას!
ბრაზი
10:22 10-07-2024
0

სიახლეები პოპულარული